სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კაუნასი: ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 ივლისი 03

 

2017 წლის 30 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით ლიტვის ქალაქ კაუნასში კადეტ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
ევროპის ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 430 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში უნგრეთს სძლია და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ოქროს მედალი მოიპოვა. გუნდურ შეჯიბრში უნგრეთის წინაღმდეგ ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და 4:1 იმარჯვეს.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით ექვსმა ძიუდოისტმა ლუკა კაპანაძემ (-55კგ), გიორგი კაპანაძემ (-60კგ), მიხეილ ბახბახაშვილმა (-66კგ), სალომე ბლიაძემ (-48კგ), ეკატერინე ტატუნაშვილმა და მარიამ მაზანაშვილმა (ორივე -52კგ) იჭიდავა.
თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება მხოლოდ მიხეილ ბახბახაშვილმა მოახერხა.
ტურნირის მეორე დღეს მედლის მოპოვება კი ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა.
-73კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელ კენი ბედელს ოთხი ვაზარით უგებდა, თუმცა ფინალური შეხვედრა ნაადრევად, იპონით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მესამე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს +70კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუს დარია ვლადიმიროვას იპონით სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.
-90კგ წონით კატეგორიაში კი ფინალური შეხვედრა დათმო მიხეილ ბექაურმა იტალიელ ენრიკო ბერგამელისთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
+90კგ წონით კატეგორიაში ლევან ჭელიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ ჯონას შრაიბერს იპონითა და სამი ვაზარით სძლია და ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.


სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2018 თებერვალი 12
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრანდ სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს, მეორე საშეჯიბრო დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა 3 მედალი დაუმატა - ვერცხლი მოიპოვა ბექა შვინიაშვილმა (90 კგ) და მსოფლიოს რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.     
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 18
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.