სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ლუკა კაპანაძე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

თარიღი: 2017 აგვისტო 10



ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა კაპანაძემ (55 კგ) ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კაპანაძემ სულ 5 ორთაბრძოლა გამართა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა, სადაც 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულთან და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონთან, თურქ მიჰრაჩ აკუშთან დათმო შეხვედრა.

ფინალურ ორთაბრძოლამდე, ლუკა კაპანაძემ დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ანტფერნე პეპინი 41 წამში იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ზედიზედ სამი შეხვედრა „ოქროს დროში" მოიგო, როდესაც ყაზახ იერმეკ ამანგელდის, იაპონელ სუმი ჰიტოიოშის და რუსეთის ნაკრების წევრ აბრეკ ნაგუჩევს აჯობა და ფინალში გავიდა.

16 წლის ლუკა კაპანაძისთვის მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედალი პირველი დიდი წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე. პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, სანტიაგოში ოქროს მედლების მოპოვება ბიჭებს შორის თურქეთის და და ბრაზილიის, გოგონათა შორის კი რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლებმა შეძლეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, მსოფლიოს 64 ქვეყნის 428 ძიუდოისტი მონაწილეობს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს, 10 აგვისტოს მედლებისთვის ბიჭებს შორის 60 და 66, ხოლო გოგონათა შორის 48 და 52 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოლებენ. საქართველოს სახელით 10 აგვისტოს 60 კგ-ში გიორგი კაპანაძე, 66 კგ-ში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჭაბუკებს შორის მიხეილ ბახბახაშვილი, 52 კგ-ში კი ეკატერინე ტატუნაშვილი იჭიდავებენ. წინასწარი შეხვედრები სანტიაგოში თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 24:00 საათიდან.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ამ ასაკობრივ კატეგორიაში პირველად ტარდება სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, სიახლეა ისიც, რომ პირველად ძიუდოს ისტორიაში, 13 აგვისტოს გუნდური შეჯიბრი შერეული სისტემით გაიმართება, სადაც მედლებისთვის ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდები და მათ შორის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრები იბრძოლებენ.

იხილეთ შედეგები - http://www.ippon.org/wc_cad2017.php
იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და ჩემპიონატის პროგრამა - http://gjf.ge/geo/calendar/international?info_id=829

ფოტო: გიორგი ჭანიშვილი სანტიაგოდან
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.