სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია, მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს პრიზიორი

თარიღი: 2017 აგვისტო 12



საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის, 73 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექაურმა ფინალურ შეხვედრაში იაპონელი ნაკაჰაში დაიკი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ოქროს მედალს მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაეუფლა.

ფინალურ შეხვედრამდე, ქართველმა ძიუდოისტმა 4 ორთაბრძოლა მოიგო, საწყის ეტაპზე მან უნგრელი ნერპენ გერგეი და ბრაზილიელი მარსელო სანტოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ არმენ აგაიანს სძლია, ნახევარფინალში კი პოლონელ ადამ სტოდოლსკის აჯობა.

საქართველოს ნაკრების წევრებიდან, 11 აგვისტოს მედლის მოპოვება გოგონათა შორის მარიამ ჭანტურიამაც (63 კგ) შეძლო და საქართველოს გუნდს ბრინჯაოს მედალი შემატა. 

2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონმა მარიამ ჭანტურიამ სანტიაგოს ტატამზე მხოლოდ ერთი შეხვედრა, მეოთხედფინალი დათმო და ისიც მომავალ ჩემპიონ, იაპონელ იუკი აიანოსთან, მედლისაკენ მიმავალ გზაზე კი მან ჩილეს, ამერიკის, კოლუმბიისა და ჩრდილოეთ კორეის (ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ იასპარეზა) წარმომადგენლები დაამარცხა.

12 აგვისტოს სანტიაგოში ინდივიდუალური ტურნირის დასკვნითი საშეჯიბრო დღეა.

მედლებისთვის ბოლო დღეს ბიჭებს შორის 90 და + 90, გოგონათა შორის კი -70 და + 70 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იჭიდავებენ, საქართველოს სახელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონები - სოფიო სომხიშვილი (+70) და მიხეილ ბექაური (-90), ბრინჯაოს პრიზიორი ლევან ჭელიძე (+90 კგ), ასევე  გიორგი კარიაული (-90) და ალექსი სვიანიძე (+90) დაიცავენ.

მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, 13 აგვისტოს გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც პირველად ძიუდოს ისტორიაში, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდები იასპარეზებენ და მათ შორის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც.

ამ ეტაპისთვის, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილეში ინდივიდუალურ ჩათვლაში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

იხილეთ შედეგები - http://www.ippon.org/wc_cad2017.php
იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და ჩემპიონატის პროგრამა - http://gjf.ge/geo/calendar/international?info_id=829

ფოტო: გიორგი ჭანიშვილი სანტიაგოდან
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!