სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სოფიო სომხიშვილის წარმატება და ვერცხლის მედალი სანტიაგოში

თარიღი: 2017 აგვისტო 13



საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა ძიუდოში, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა ინდივიდუალურ ჩათვლაში 4 მედლით - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო დაასრულეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის, სანტიაგო (ჩილე)
9-13 აგვისტო 2017, ინდივიდუალური პროგრამა

ოქრო - ლაშა ბექაური (-73კგ)
ვერცხლი - სოფიო სომხიშვილი (+70 კგ)
ვერცხლი - ლუკა კაპანაძე (-55კგ)
ბრინჯაო - მარიამ ჭანტურია (-63კგ)


ჩემპიონატის ინდივიდუალური პროგრამის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, 12 აგვისტოს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი +70 კგ. წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ჯამში 4 შეხვედრა გამართა. ფინალამდე მან პოლონელი, ბრაზილიელი და ტუნისელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა,  ფინალური შეხვედრა კი დამატებით დროში ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან დათმო.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის სოფიო სომხიშვილი წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, დიორი 2017-ის გამარჯვებული და ასევე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.



სანტიაგოში, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 13 აგვისტოს გუნდური შეჯიბრი გაიმართება, სადაც გოგონებისა და ბიჭების გაერთიანებული ნაკრებები იასპარეზებენ 4-4 წონით კატეგორიაში (გოგონები: -44, -52, -63, +63 და ბიჭები: -55, -66, -81, +81).

საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრს იტალიის ნაკრებთან მერვედფინალური შეხვედრით გახსნის. ტურნირში სულ 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით ამჯერად 18:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 23:00 საათიდან.


(ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტელეკომენტატორი შელდონ ფრანკო რუკსი, გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი თენაძე და სოფიო სომხიშვილი)

იხილეთ შედეგები - http://www.ippon.org/wc_cad2017.php
იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და ჩემპიონატის პროგრამა - http://gjf.ge/geo/calendar/international?info_id=829

ფოტო: www.ijf.org, გიორგი ჭანიშვილი სანტიაგოდან
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.