სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

თარიღი: 2017 აგვისტო 14



საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ძიუდოს ისტორიაში პირველად, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდებით გამართულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გერმანიის გუნდი 4:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მერვედფინალში იტალიას 6:2 სძლიეს, მეოთხედფინალში ურთულესი შეხვედრა მოუგეს იაპონიას 4:4 (32:25 ქულებით), როდესაც 0:3 ჩამორჩენის შემდეგ შეძლეს წონასწორობის აღდგენა და გაამარჯვება, ნახევარფინალური დაპირისპირება კი მომავალ ჩემპიონ, რუსეთის ნაკრებთან 2:6 დათმეს.

გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ალექსი სვიანიძე, ლევან ჭელიძე, ეკატერინე ტატუნაშვილი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი.

გუნდური ჩემპიონატის ფინალში, რუსეთის ნაკრებმა ბრაზილია 5:3 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი საქართველოსთან ერთად, იაპონიის ნაკრებმაც მოიპოვა, იაპონელებმა საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკეთს 8:0 სძლიეს.

ჯამში, საქართველოს ძიუდოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობა ჯამში 18-მა ნაკრებმა მიიღო, ინდივიდუალურ შეჯიბრში კი მედლებისთვის მსოფლიოს 64 ქვეყნის 428 სპორტსმენი იბრძოდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის, სანტიაგო (ჩილე)
9-13 აგვისტო 2017

ოქრო - ლაშა ბექაური (-73კგ)
ვერცხლი - სოფიო სომხიშვილი (+70 კგ)
ვერცხლი - ლუკა კაპანაძე (-55კგ)
ბრინჯაო - მარიამ ჭანტურია (-63კგ)

ბრინჯაო - გუნდური

ფოტო: www.ijf.org
გიორგი ჭანიშვილი სანტიაგოდან
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!