სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

წარმატებული ძიუდოისტების განათლებას ძიუდოს ფედერაცია დააფინანსებს

თარიღი: 2017 აგვისტო 18



საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად დამატებით დაფინანსებას მიიღებენ.

ახალი პროექტი, რომელსაც ძიუდოს ფედერაცია მხარდამჭერი სპონსორების - „ზედაზენისა" და „პე ეს პეს" დახმარებით ახორციელებს,  არა მხოლოდ წარმატებული ჩემპიონების გაზრდას, არამედ განათლებული თაობის აღზრდას ემსახურება.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით - ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები, რომლებიც წარმატებულნი იქნებიან სწვალაში და მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებებში, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ვერ მიიღებენ სრულ გრანტს სახელმწიფოსგან, შეღავათს მიიღებენ და მათი სწავლის გადასახადი სრულად უზრუნველყოფილი იქნება ძიუდოს ფედერაციის მიერ.

პროექტს ასევე მხარს უჭერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მისასალმებელია ძიუდოს ფედერაციის მხრიდან ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერა მათი სწავლა-განათლების მიმართულებით.

აღნიშნული პროგრამით მომდევნო სასწავლო წელს უკვე რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამა ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება.  



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.