სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

თარიღი: 2017 აგვისტო 25



28 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 136 ქვეყნის 796 სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 15-კაციანი შემადგენლობით მიემგზავრება, ინდივიდუალურ შეჯიბრში ჯამში 12 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, 4 ძიუდოისტი კი ნაკრებს გუნდურ შეჯიბრში დაემატება.

აღსანიშნავია, რომ გუნდური ჩემპიონატი ეროვნული ნაკრებების დონეზე პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით - ქალთა და ვაჟთა შერეული გუნდით, რომელშიც ორივე სქესის 3-3 წარმომადგენელი იქნება. გუნდურ შეჯიბრში ვაჟთა წონებია 73, 90 და +100, ქალების კი - 57, 70 და +78.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მამაკაცები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი
გუნდურ შეჯიბრში ნაკრებს დაემატებიან: ლაშა გიუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ქალები

-57კგ - მარიამ ჯანაშვილი
-70კგ - ნინო ოძელაშვილი, ესტერ სტამი
+78კგ - ელენე ქებაძე.

ჩემპიონატის პროგრამა

28 აგვისტო -60კგ, -48კგ
29 აგვისტო -66კგ, -52კგ
30 აგვისტო -73კგ, -57კგ
31 აგვისტო -81კგ, -63კგ
1 სექტემბერი -90კგ, -70კგ, -78კგ
2 სექტემბერი 100კგ, +100კგ, +78კგ
3 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრი.

შეხვედრების დასაწყისი 12:00, ფინალური ბლოკი 18:00.
გუნდური შეჯიბრის დასაწყისი 11:00, ფინალური ბლოკი 18:00

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2018 თებერვალი 12
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრანდ სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს, მეორე საშეჯიბრო დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა 3 მედალი დაუმატა - ვერცხლი მოიპოვა ბექა შვინიაშვილმა (90 კგ) და მსოფლიოს რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.     
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 18
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.