სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

უშანგი მარგიანი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

თარიღი: 2017 სექტემბერი 06



უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.

მარგიანმა ჩემპიონატზე ერთადერთი შეხვედრა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან სერბ ნემანია მაიდოვთან მეოთხედფინალში დამატებით დროში წააგო.

მანამდე დაამარცხა ბოსნია-ჰერცეგოვინელი ტონი მილეტიჩი, ალჟირელი აბდურაჰმან ბენამადი და ჩეხი დევიდ კლამერტი, ხოლო რეპეშაჟში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს სძლია.

WWW.GJF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15-17 სექტემბერს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 30
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 28
28 აგვისტოდან უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას 126 ქვეყნის 731 სპორტსმენი მიიღებს. მსოფლიოს ჩემპიონატის წინა დღეს, ბუდაპეშტის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში" ჩემპიონატის ოფიციალური კენჭსყრა და პრესკონფერენცია გაიმართა