სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ვარლამ ლიპარტელიანის მეოთხე მედალი მსოფლიოს ჩემპიონატებზე

თარიღი: 2017 სექტემბერი 06



ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა.

ფინალი მან იაპონელ აარონ ვულფთან დამატებით დროში წააგო, არადა შეხვედრა ძალიან კარგად მიჰყავდა და მეტოქეს ორ შიდოს უგებდა. ლიპარტელიანმა ფინალამდე ხუთი შეხვედრა მოიგო. მათ შორის ისეთ ძლიერ მეტოქეებთან, როგორებიც არიან რუსი კირილ დენისოვი და აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი. მათ გარდა დაამარცხა ლატვიელი ევგენიუს ბოროდავკო, ალჟირელი ლიეს ბუიაკუბი და კოტდივუარელი კოფი კრემე კობენა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში ასაპრეზობა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვარლამ ლიპარტელიანი დავით ხახალეიშვილის შემდეგ მეორე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 4 მედალი მოიპოვა: 
2013 - ვერცხლი (-90კგ),
2014 - ბრინჯაო (-90კგ),
2015 - ბრინჯაო (-90კგ),,
2017 - ვერცხლი (-100კგ).
დავით ხახალეიშვილმა 4 მედალი სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა:
1991 - ვერცხლი (აბსოლუტური),
1993 - ვერცხლი (+95კგ), ბრინჯაო (აბსოლუტური),
1995 - ბრინჯაო (+95კგ).
ვაჟა მარგველაშვილისა და უშანგი მარგიანისთვისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედლებია.
ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სულ მოპოვებული აქვთ 6 ოქროს მედალი.
1979 - თენგიზ ხუბულური (-95კგ),
1981 - თენგიზ ხუბულური (-95კგ),
1989 - ამირან ტოტიკაშვილი (-60კგ),
1989 - კობა კურტანიძე (-95კგ),
2007 - ირაკლი ცირეკიძე (-90კგ),
2014 - ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81კგ).

მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული მედლები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ:
1991 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო,
1993 - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო,
1995 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო,
1997 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო,
1999 - 2 ბრინჯაო,
2001 - 1 ვერცხლი,
2003 - 1 ვერცხლი,
2005 - 1 ბრინჯაო,
2007 - 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო,
2011 - 1 ბრინჯაო,
2013 - 2 ვერცხლი,
2014 - 1 ოქრო, 2 ბრინჯაო,
2015 - 2 ბრინჯაო,
2017 - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

WWW.GJF.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.