სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდა ძიუდოისტთა 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 სექტემბერი 19



სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

იხილეთ ევროპის ჩემპიონატი სრული შედეგები

ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი 81 კგ. წონით კატეგორიაში  მოჭიდავე ლუკა მაისურაძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ტატო გრიგალაშვილი (73 კგ), ამირან წიქორიძე და გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ) დაეუფლნენ.

გუნდურ ტურნირში, საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიის (4:1), მოტენეგროსა (5:0) და რუსეთის (3:2) დამაარცხება შეძლო, ფინალური დაპირისპირება კი აზერბაიჯანთან დათმო - 2:3.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 18-22 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15-17 სექტემბერს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 05
უშანგი მარგიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 აგვისტო 30
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!