სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

18-22 ოქტომბერს ზაგრები ძიუდოში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

თარიღი: 2017 ოქტომბერი 18



18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

იხილეთ შედეგები

იხილეთ ინტერნეტტრანსლაცია


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო პირველობაზე 13 სპორტსმენით იასპარეზებს, ვაჟებს შორის მედლებისთვის 10 სპორტსმენი იბრძოლებს, გოგონებს შორის კი 3.

18-21 ოქტომბერს სპორტსმენები ინდივიდუალურ პროგრამაში გამოვლენ, 22 ოქტომბერს კი შერეული გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატზე წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები

-55კგ - ვანო ნინიაშვილი, ჯაბა პაპინაშვილი
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ - ტატო გრიგალაშვილი
-81კგ - ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი
-90კგ - იმედა გოგოლაძე, გიორგი ჩიქოვანი
-100კგ - ონისე სანებლიძე
+100კგ - გელა ზაალიშვილი

გოგონები

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
-63კგ - მარიამ ჭანტურია
+78კგ - სოფიო სომხიშვილი

პროგრამა

18 ოქტომბერი: -55კგ, -60კგ, -44კგ, -48კგ.
19 ოქტომბერი: -66კგ, -73კგ,  -52კგ, -57კგ.
20 ოქტომბერი: -81კგ, -90კგ, -63კგ, -70კგ,
21 ოქტომბერი: -100კგ, +100კგ, -78კგ, +78კგ.
22 ოქტომბერი: გუნდური შეჯიბრი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.