სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ნორიოში ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 20



გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ძიუდოს დარბაზის გახსნაში, თავად სპორტსმენთან ერთად მონაწილეობა მიიღეს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს პარლამეტის წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

დარბაზის გახსნას ესწრებოდნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ძიუდოში - ზურაბ ზვიადაური, ლაშა შავდათუაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ამირან ტოტიკაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - რევაზ ჯაველიძე, შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა.



ნორიოს ძიუდოს დარბაზის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 470 000 ლარი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში, სპორტულ დარბაზში მოეწყო გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები, ასევე იფუნქციონირებს ტრენაჟორების ოთახი.

ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება. დარბაზი, რომლის ფართობი 370 კვ. მეტრია, 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ნორიოდან გახლავთ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის და ასევე არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული - ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ოქტომბრის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე სპორტული დარბაზი გაიხსნა, ძიუდოს ახალი დარბაზი ნორიოს გარდა, ასევე სართიჭალაშიც აშენდა.


ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 18
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!