სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი: თუშიშვილი VS რინერი

თარიღი: 2017 ნოემბერი 10

11-12 ნოემბერს, მაროკოში, მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.

აბსოლუტურ პირველობაზე წონით კატეგორიებში შეზღუდვა არაა, ქვეყანას კი ოთხი მონაწილის გამოყვანა შეუძლია.

მაროკოში ჩვენგანაც კვარტეტი იჭიდავებს, თუმცა იმათგან ერთი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი 100 კილოგრამის წარმომადგენელია, სხვები კი მძიმეწონოსნები არიან: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი და ევროპის

ტურნირში 40 მონაწილეა დარეგისტრირებული: ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი როი მეიერი, უნგრელი ბარნა ბორი, ფრანგი სირილ მარე, რუსები - ალექსანდრ მიხაილინი, ადლან ბისულთანოვი, ანტონ კრივობოკოვი, იაპონელები - კოკორო კაგეურა და ტაკეში ოჯიტანი, ტუნისელი ფაიცელ ჯაბალა, ყირგიზი იური კრაკოვეცკი, ებრაელი ორ სასონი, ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი, უკრაინელები: ალექსანდრ გორდიენკო, იაკივ ხამო და სხვები, თუმცა ძიუდოს სამყაროს გამორჩეული ყურადღება და უდიდესი ინტერესი იმთავითვე მიქცეულია თუშიშვილისა და ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე, ამათი ურთიერთპაექრობა კი უკვე იქცა ძიუდოს კლასიკად.

თუშიშვილს ამჯერად მაროკოში რევანშის შანსი ექნება და ვნახოთ, რამდენად წარმატებით გამოიყენებს მას.

ტურნირის საპრიზო ფონდი 500 000 ევროა. აქედან ჩემპიონის წილი 100 ათასი ევროა, საიდანაც 80 ათასს უშუალოდ სპორტსმენი მიიღებს, 20 ათასს - მისი მწვრთნელი. ვერცხლისმედალოსანზე 50 ათასია გათვალისწინებული, ბრინჯაოსპრიზიორებზე თითოეულზე - 25 ათასი. გვარიან პრემიებს მიიღებენ მომდევნო ადგილებზე გასულებიც.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 12
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი დაგულშემატკივრები დაესწრნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 სექტემბერი 19
სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალური ტურნირი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩემპიონატში კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.