სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

'მებრძოლი' ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

თარიღი: 2017 ნოემბერი 27

2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.

ქართული კლუბი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით იყო დაკომპლექტებული, პირველივე წრეში დამარცხდა რუსულ „ნიუ სტრიმთან". რეპეშაჟში „მებრძოლი" მონტენეგროს „აკადემიკს" დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 დაამარცხა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში ფრანგულ „სენ ჟენევიევთან" 3:2 იმარჯვა და მე-3 ადგილსა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჩემპიონატის გამარჯვებული კაცთა შორის სანქტ-პეტერბურგის „იავარა-ნევა" გახდა, რომელმაც ფინალში „ნიუ სტრიმს" 4:1 სძლია. მეორე ბრინჯაოს ლისაბონის „სპორტინგი" დაეუფლა.

„იავარა-ნევას" ტრიუმფით დასრულდა ქალთა შეჯიბრებაც. რუსულმა კლუბმა ფინალში ესპანური „ვალენსია" 3:2 დაამარცხა. მე-3 ადგილი დაიკავეს ფრანგულმა „პონტო-კომბომ" და სტამბულის „გალათასარაიმ".

ტურნირში სულ 16 გუნდმა (8 კაცთა და 8 ქალთა) მიიღო მონაწილეობა.

„მებრძოლმა" ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა:

-66კგ ამირან პაპინაშვილი (1 მოგება)

-66კგ ვაჟა მარგველაშვილი (1 მოგება, 1 წაგება)

-73კგ ფრიდონ გიგანი (1 მოგება, 2 წაგება)

-81კგ  ნუგზარ ტატალაშვილი (1 წაგება)

-81კგ  ზებედა რეხვიაშვილი (2 მოგება)

-90კგ  ბექა ღვინიაშვილი (2 მოგება, 1 წაგება)

+90კგ ადამ ოქრუაშვილი  (2 მოგება, 1 წაგება)   

ფოტო: ევროპის ძიუდოს კავშირი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 18
18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.