სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

უშანგი მარგიანის ბრინჯაო ტოკიოს გრან სლემზე

თარიღი: 2017 დეკემბერი 04



ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა საწყის შეხვედრებში პერუელი და მოლდოველი მეტოქეები დაამარცხა. მეოთხედფინალში მარგიანი ჩეხ დავიდ კლამერტს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჯერ ლუის კრიბერ განიონი გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბრაზილიელ ედუარდო ბეტონის სუფთა გამარჯვებით ძლია. დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 2 წუთით ადრე ბეტონიმ მარგიანის შებოჭვა სცადა, თუმცა ქართველმა ძიუდოისტმა თავის დაღწევა მოახერხა, თავად შებოჭა მეტოქე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

-90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს, ვერცხლისა და მეორე ბრინჯაოს მედლების მფლობელები იაპონელები გახდნენ. საბოლოოდ, მასპინძლებმა 12 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს და გუნდური პირველობა არავის დაუთმეს.

ტოკიოს გრანდ სლემზე კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა. -66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა მე-3 ადგილისთვის შეხვედრა იაპონელ ნორიჰიტო ისოდასთან დათმო და მე-5 ადგილს დასჯერდა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) მესამე რაუნდში ასევე იაპონელ კენტარო იიდასთან დამარცხდა.    

ფოტო: www.ijf.org
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2018 თებერვალი 12
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს პრესტიჟული ტურნირი, წლის პირველი გრანდ სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა და 4 მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ დღეს ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს, მეორე საშეჯიბრო დღეს ირაკლი ცირეკიძის გუნდმა 3 მედალი დაუმატა - ვერცხლი მოიპოვა ბექა შვინიაშვილმა (90 კგ) და მსოფლიოს რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.     
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 18
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.  
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა