სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ძიუდოისტების ტრიუმფი სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე

თარიღი: 2017 დეკემბერი 18

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტმა ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მასტერსზე 3 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს. ტურნირის დასკვნით დღეს ოთხი წონითი კატეგორიიდან სამში ქართველებმა იმარჯვეს და ვაჟთა შორის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს, საერთო ჯამში კი მხოლოდ იაპონიამ გვაჯობა, რომელსაც ქალებში მოპოვებული 2 ოქროს მედალი დაეხმარა.

მასტერსის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო. -73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს. ლაშა ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა. -66 კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც ნახევარფინალში ყაზახ იელდოშ ჟუმაკანოვთან დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს მიხაელ პულიაევს შესანიშნავი ილეთი შეუსრულა და ვაზარით აჯობა.

ტურნირის მეორე დღე ბევრად წარმატებული გამოდგა. ოთხი ქართველი ძუდოისტიდან სამმა მოახერხა ფინალში გასვლა. წარუმატებლად მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილმა (-81 კგ) იასპარეზა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. სამაგიეროდ, ბრწყინვალედ იჭიდავა ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) და ოქროს მედალი დამაჯერებლად მოიგო. ფინალში ბექამ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული კორეელი დონ-ჰან გვაკი ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

შესანიშნავად იასპარეზა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა. -100 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ფინალში ჰოლანდიელ მიხაელ კორელს ვაზარით აჯობა და მასტერსის გამარჯვებული პირველად გახდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ტიტულოვანი რუსი ძიუდოისტი კირილ დენისოვი დაამარცხა.

ქართველთა წარმატებული ასპარეზობა გურამ თუშიშვილმა დააგვირგვინა. +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თუშიშვილმა საწყის ორ შეხვედრაში რუსი ანტონ კრივობოკოვი და კუბელი ალექსის გარსია მენდოსა დააიპონა. ნახევარფინალში გურამმა ბრაზილიელთა ვარსკვლავი დავიდ მოურა დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში თუშიშვილის მეტოქე კიდევ ერთი ბრაზილიელი რაფაელ სილვა იყო. შეხვედრა ქართველი ძიუდოისტის უპირატესობით წარიმართა. გურამმა ჯერ ვაზარის მოპოვება შეძლო, მალევე კი მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს ჰიმნი რუსულ ტატამზე მესამედ ააჟღერა.

ირაკლი ცირეკიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2017 წლის სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. წინ პრესტიჟული გათამაშებებით დატვირთული 2018 წელია.

ბექა ღვინიაშვილის ფინალი

ვარლამ ლიპარტელიანის ფინალი

გურამ თუშიშვილის ფინალი 

ფოტოები:

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 დეკემბერი 04
ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 27
2017 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ლიგაში" ძიუდოს კლუბმა „მებრძოლმა" მე-3 ადგილი დაიკავა. ტურნირს თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ნოემბერი 10
11-12 ნოემბერს, მაროკოული მარაკეშის კონგრესის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, ოღონდ მხოლოდ აბსოლუტურ წონაში - ქალებშიც და ვაჟებშიც. თავდაპირველად - შაბათს ვაჟები იჭიდავებენ, კვირა დღე კი ქალებს დაეთმობათ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯაპა პაპინაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!