სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პარტნიორი კომპანია ქართველ ძიუდოისტებზე ვიდეო-კლიპს იღებს

თარიღი: 2012 ივნისი 22



საქართველოში იმყოფებიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის - IJF  კონტრაქტორი და პარტნიორი ფირმის - „ფაითინგ ფილმსის" წარმომადგენლები და  გადამღები ჯგუფის წევრები დიდი ბრიტანეთიდან, რომლებიც აღნიშნული კომპანიისათვის სხვადასხვა სახის სარეკლამო ვიდეო-რგოლებს ამზადებენ. 

ფირმის წარმომადგენლები ქართველი ძიუდოისტების წინასაოლიმპიადო მზადებით დაინტერსდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ქართველ ძიუდოისტზე სარეკლამო კლიპი დამზადდება.

ბრიტანელები სარეკლამო რგოლებში გადაიღებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს - ვარლამ ლიპარტელიანს, ირაკლი ცირეკიძეს და ასევე საბერძნეთის სახელით მოჭიდავე წარმოშობით ქართველ - ჯარჯი ზვიადაურს, რომელიც ოლიმპიადისათვის წისამოსამზადებელ პერიოდს საქართველოში გადის.

აღსანიშნავია, რომ "ფაითინგ ფილმს" სარეკლამო საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით ეწევა, აწარმოებს საერთაშორისო პირდაპირ ტრანსლაციებს და ასევე საჭიდაო კიმონოებს. ქართველი ძიუდოისტები საერთაშორისო ტურნირებზე სწორედ ამ ფირმის კიმონოებით გადიან ტატამზე.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2013 მაისი 27
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი რუსეთის ქალაქ ტიუმენში გამართულ პრესტიჟულ ტურნირის - მსოფლიოს მასტერსის ჩემპიონი გახდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2013 მაისი 07
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი - ლევან წიკლაური (81 კგ) ბაქოში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - "დიდი სლემის" გამარჯვებული გახდა. წიკლაურმა ჯამში 5 მოწინააღმდეგეს სძლია, ფინალში კი საფრანგეთის წარმომადგენელ - ალენ შმიტს აჯობა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2013 აპრილი 30
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 30 აპრილს გამთენიას ჩამოფრინდა.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2013 აპრილი 30
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო! ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა ფალავნებმა ფინალში რუსეთის ნაკრებს 4:1 სძლიეს. ჩვენმა ძიუდოისტებმა შარშანაც რუსებს მოუგეს გადამწყვეტ შეხვედრაში.