19-20 მაისს თბილისის ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე მძელსონობაში საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში საქართველოს გარდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაკრები გუნდების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ჩემპიონატი ოფიციალურად საქართველოს სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა და მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიენტმა - ალექსი ახვლედიანმა გახსნეს.