სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2009 თებერვალი 25
22 თებერვალს გამართულ ტრაბზონის 29-ე საერთაშორისო ნახევარ-მარათონზე, რომლის სიგრძე 21 კილომეტრი და 100 მეტრი გახლდათ წარმატებულად იასპარეზეს ვეტერანმა ქართველმა მძლეოსნებმა, რომლებმაც 3 ასაკობროვ კატეგორიაში გამოიჩინეს თავი. 40-44 წლამდე სპორტსმენებს შორის გამარჯვება ლევან ბუჩუკურმა მოიპოვა, რომელმაც დისტანცია 1 საათში, 19 წუთსა და 07 წამში დაფარა, 55-59 წლამდელებში კი პირველობა არავის დაუთმო გიორგი ხარაზიშვილმა, ვინაც დისტანციის დაძლევას 1 საათი, 26  წუთი და 20 წამი მოანდომა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2009 თებერვალი 17
23 წლის ქართველი ბირთვის მკვრელი - მარიამ ქევხიშვილი ამერიკის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებზე წარმატებულ გამოსვლებს აგრძელებს. ქევხიშვილმა 14 თებერვალს ქალაქ ეიმსის მძლეოსნობის ზამთრის არენაზე, აიოვას შტატის საუნივერსიტეტო პირველობაზე მიიღო მონაწილეობა და პირველობა აქაც არავის დაუთმო. ქევხიშვილმა ბირთვი ამჯერად 17 მეტრსა და 35 სანტიმეტრზე კრა და 44 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2009 თებერვალი 02
პეკინის ოლიმპიადის მონაწილე მარიამ ქევხიშვილი ამერიკის საუნივერსიტეტო პირველობებზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ქართველმა ბირთვის მკვრელმა 30-31 იანვარს მძლეოსნობაში ტეხასის შტატის საუნივერსიტეტო პირველობაზე მიიღო მონაწილეობა და 32 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. მარიამმა ბირთვი ამჯერად 17 მეტრსა და 16 სანტიმეტრზე კრა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2009 იანვარი 26
აზერბაიჯანის დედაქალაქში 23-24 იანვარს გამართულ “ბაქოს თასზე” ქართველმა მძლეოსნებმა 4 პირველი ადგილის დაკავება შეძლეს. ბორისლავ სხირტლაძემ სიგრძეზე ხტომაში იმარჯვა 6 მეტრი, 94 სანტიმეტრი), გიგლა ზილბერშტეინმა 3 ათას მეტრზე სირბილში აჯობა ყველას (8 წუთი, 50 წამი), დენის ჟვანიამ 200 მეტრზე სპრინტში იყოჩაღა (23.52 წამი), ხოლო პეკინის ოლიმპიადის მონაწილე დავით ილარიანი 60 მეტრზე თარჯრბენში (8.11 წამი) გამოირჩა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2009 იანვარი 26
პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველმა ბირთვის მკვრელმა - მარიამ ქევხიშვილმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, 24 იანვარს წარმატებით იასპარეზა ფლორიდის შტატის საუნივერსიტეტო პირველობაზე.  ქევხიშვილმა ტომ ჯონსის სახელობის მემორიალზე ბირთვი 17 მეტრსა და 17 სანტიმეტრზე კრა  და ამ შედეგით პირველი ადგილი დაიკავა.
გვერდი 10 სულ 10