სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2014 ივნისი 23
თბილისში დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატი მძლეოსნობაში მესამე ლიგის გუნდებს შორის. ისინი მეორე ლიგის ორი საგზურისთვის იბრძოდნენ. ასპარეზობას, რომელშიც 15 გუნდი მონაწილეობდა „დინამო არენა" და დიღომში მდებარე მძლეოსნობის ახალი სტადიონი მასპინძლობდა. პირველ-მეორე ადგილზე კვიპროსი და ისლანდია გავიდნენ, რომლებმაც მეორე ლიგის საგზური მოიპოვეს და მომდევნო ჩემპიონატში აღნიშნულ ლიგაში იასპარეზებენ.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2014 ივნისი 20
21-22 ივნისს თბილისში ევროპის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება მესამე ლიგის გუნდებს შორის. ევროპის ჩემპიონატი ‘'დინამო არენასა'' და დიღომში მდებარე მძლეოსნობის ახალ სტადიონზე გაიმართება. ევროპირველობაზე ჩემპიონობისთვის 15 ქვეყნის 508 მძლეოსანი იბრძოლებს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2014 ივნისი 02
31 მაისს ფედერაციამ ,,სპორტი ყველასათვის" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა (არა ნიკოტინი: არა ნარკოტიკი) და მოზარდი ახალგაზრდობის აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის მიზნით ჩაატარა მძლეოსნური გარბენი დევიზით ,,აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი".
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2014 მაისი 05
3 მაისს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართულ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის კონგრესზე, საქართველომ მძლეოსნობაში 2016 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2014 მაისი 05
4 მაისს, საქართველოს დროით ზუსტად 14 საათზე მსოფლიოს 35 ქვეყანაში 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო Red Bull-ის ორგანიზებულ აქციაში სახელწოდებით Wings For Life World Run, რათა ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ კვლევების ჩასატარებლად თავისი მხარდაჭერა გამოეხატა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2014 აპრილი 07
6 აპრილს სახელგანთქმულ მძლეოსანს მაია აზარაშვილს 50 წელი შეუსრულდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ულოცავს ქალბატონ მაიას იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2014 აპრილი 01
სახელოვანი ქართველი მძლეოსანი, რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში რობერტ შავლაყაძე დღეს 81 წლის გახდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ულოცავს ბატონ რობერტს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებს!
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2013 ნოემბერი 22
ხონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს სახელოვანი ქართველი მძლეოსნის, ოლიმპიური ჩემპიონის და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის რობერტ შავლაყაძის სახელი მიენიჭა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2013 ნოემბერი 19
დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე მძლეოსნობის სასახლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2013 ოქტომბერი 11
11 ოქტომბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის 20-24 ივნისს თბილისი მძლეოსნობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს.