სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2012 მაისი 03
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მძლეოსანთა სალიცენზიო ტურნირზე ქართველი სიგრძეზე მხტომელი მაია გოგოლაძე წარმატებით გამოვიდა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია დაისაკუთრა. გოგოლაძე 6 მეტრზე და 67 სმ-ზე გადახტა, საქართველოს რეკორდი დაამყარა და ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც მიიღო.  
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2012 მარტი 01
3-4 მარტს, ბელარუსიის დედაქალაქი მინსკი 1998-1999 წლებში დაბადებულ მძლეოსნებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოდან 6 სპორტსმენი გამოვა.  ტურნირზე, სადაც მასპინძელი და ქართველი მძლეოსნების გარდა - ლიტვის, ლატვიის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები გამოვლენ, ჩვენი მძლეოსნები ძალებს 4 დისციპლინაში მოსინჯავენ და ჩემპიონობისათვის - 60 მეტრზე თარჯრბენში, სიგრძეზე ხტომაში, ბირთვის კვრაში და უროს ტყორცნაში იბრძოლებენ. 
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2012 თებერვალი 29
3-4 მარტს, ბელარუსიის დედაქალაქი მინსკი 1998-1999 წლებში დაბადებულ მძლეოსნებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქრთველოდან 6 სპორტსმენი გამოვა. ტურნირზე, სადაც მასპინძელი და ქართველი მძლეოსნების გარდა - ლიტვის, ლატვიის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები გამოვლენ, ჩვენი მძლეოსნები ძალებს 4 დისციპლინაში მოსინჯავენ.  
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2012 თებერვალი 29
ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსანი კარლ ლუისი უსაინ ბოლტის სურვილს და მიზანს სკეპტიკური განცხადებით გამოეხმაურა. ოფიციალურად მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონმა ბოლტმა განაცხადა, რომ წლეულს ლონდონის ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მოგებას გეგმავს. 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლიუსი კი ამბობს, რომ ამ სურვილის რეალიზება იამაიკელ სპრინტერს უფრო მეტად გაუძნელდება, ვიდრე წარმოუდგენია.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 ნოემბერი 22
იამაიკის მძლეოსნობის ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა სპრინტერი სტივ მულინსი, რომელსაც სისხლში უვე მეორედ აღმოუჩინეს აკრძალული ნივთიერება ფუროსემიდი. "აუცილებელია ყველა იამაიკელმა მძლეოსანმა, ისევე, როგორც ყველა მსოფლიო დონის სპორტსმენმა იცოდეს, რომ დოპინგის მიღებით ვერაფერს მიაღწევს" - ნათქვამია ფედერაციის ოფიციალურ დასკვნაში.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 ნოემბერი 17
მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ (იააფ) დაასახელა 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მძლეოსნები. კაცთა შორის ეს წოდება უკვე მესამედ მოიპოვა იამაიკელმა სპრინტერმა, პლანეტის უსწრადესმა ადამიანმა უსაინ ბოლტმა, ხოლო ქალთა შორის რჩეულად დასახელდა ავსტრალიელი თარჯმორბენალი სალი პირსონი. ბოლტმაც და სალივანმაც წლეულს თავი ისახელეს სამხრეთ კორეაში, ქალაქ დეგუში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 ნოემბერი 01
თბილისში მძლეოსნობის მწვრთნელთათვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომელის ორგანიზებაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობით მოხდა. სემინარს თურქი სპეციალისტი მეჰმეთ კალე ხელმძღვანელობდა და მასში 22-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელებს სერთიფიკატები მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 08
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს ეროვნულ სტადიონზე მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარეობს. მძლეოსნობის ფედერაცისს თასზე ქართველ მძლეოსნებთან ერთად აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენებიც მონაწილეობენ. ტურნირის გახნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 ივნისი 01
1 ივნისს 11:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი დიდუბის მძლეოსნობის მანეჟს ეწვია. მინისტრს მანეჟში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა - ალექსანდრე ახვლედიანმა დაათვალიერებინა. მინისტრმა ასევე იხილა მანეჟის რეკონსტრუქციის ელექტრონულ ვერსია და დაესწრო საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაციას.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 მაისი 15
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) ეგიდით,  14-15 მაისს მთელს მსოფლიოში მძლეოსნობის მსოფლიო დღეები აღინიშნა. ამ საერთაშორისო თარიღთან  დაკავშირებით, რომელსაც IIAF-ის წევრ 159 ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ახალგაზრდა მძლეოსნებისათვის ტურნირი მოაწყო, ასევე გაიმართა მძლეოსნიბის ფან კლუბის ოფიციალური პრეზენტაცია, სადაც ცნობადი სახეები გაერთიანდნენ.