სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 აპრილი 01
1 აპრილს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ, დიდუბის მძლეოსნობის მანეჟში ოლიმპიურ ჩემპიონ  - რობერტ შავლაყაძის 78 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, თბილისი მერიის წარმომადგენელი მერაბ ჩიქობავა და ვეტერანი სპორტსმენები დაესწრნენ.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 მარტი 09
4-6 მარტს პარიზში გამართულ მძლეოსნობის ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე დახურულ დარბაზში ქართველი სპორტსმენებიც გამოვიდნენ. ენდრიკ ზილბერშტეინმა 400 მეტრი 48.07 წამში გაირბინა და ამ შედეგით თავისივე დამყარებული საქართველოს რეკორდი გაიმეორა, ევროპის ჩემპიონატებზე კი საქართველოს საუკეთესო შედეგი აჩვენა.     
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 იანვარი 25
25 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციებს შორის 4 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებაზე ხელი საფრანგეთისა და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტებმა - ბერნარდ ამსალემიმ და ალექსი ახვლედიანმა მოაწერეს. ფედერაციის პრეზიდენტები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს - ვლადიმერ ვარძელაშვილს შეხვდნენ.   
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 იანვარი 20
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით  2011 წლის 20 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მძლეოსნობის ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ხმის მიცემის მქონე 41 სუბიექტიდან 39 გამოცხადდა და ერთადერთ კანდიდატს ალექსი ახვლედიანს მხარი ერთხმად დაუჭირა. ახვლედიანი მძლეოსნობის ფედერაციას 2 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. 
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 იანვარი 13
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ ახალი ვებ-გვერდი - www.geoathletics.ge გახსნა. ვებ-გვერდზე ქართული მძლეოსნობის შესახებ ყველა მიმდინარე  მნიშვნელოვანი სიახლის ნახვა და ასევე შედეგების, რეკორდებისა და სხვადასხვა ისტორიული მონაცემების დათვალიერებაა შესაძლებელი. ვებ-გვერდზე მუშაობა, რომელის დიაზინიც ზვიად კეჭაყმაძემ დაამზადა, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. 
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2011 იანვარი 12
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი - ალექსი ახვლედიანი იყრის. 20 იანვარს გასამართ არჩევნებში, ახვლედიანის კანდიდატურა მძლეოსნობის ფედერაციის 18-მა სუბიექტმა წარადგინა. მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე განაცხადების მიღება 10 იანვარს ამოიწურა და ახვლედიანი საარჩევნო ყრილობაზე ერთადერთი კანდიდატი იქნება.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2010 დეკემბერი 22
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით,  მძლეოსნობის ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის 20 იანვარს გაიმართება. არჩევნების ჩატარების ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება. რიგგარეშე არჩევნების გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მძლეოსნობის ფედერაციის აღმასკომმა მიიღო. 
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2010 დეკემბერი 09
12 დეკემბერს პორტუგალიის ქალაქი ალბუფეირა კროსში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც  სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას ქართველი მძლეოსნებიც მიიღებენ.  საქართველოს სახელით კროსზე გიგლა ზილბერშტეინი და გაიანე უსტიანე გამოვლენ. ნაკრების წევრები პორტუგალიაში მწვრთნელ ზიგმუნდ ზილბერშტეინთან ერთად 10 დეკემბერს გაემგზავრებიან. 
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2010 დეკემბერი 09
საქართველოსა და საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციებს შორის 4 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. მოლაპარაკებები ფედერაციებს შორის გასულ წელს დაიწყო.ხელშეკრულება ოფიციალურად თბილისში 25 იანვარს გაფორმდება, როდესაც თბილისს საფრანგეთის ფედერაციის დელეგაცია ეწვევა პრეზიდენტ - ბერნარდ ამსალემის ხელმძღვანელობით. 
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2010 ოქტომბერი 24
23 ოქტომბერს ხობში მაია აზარაშვილის თასის გათამაშება ჩატარდა. ოლიმპიური პრიზიორის შეჯიბრებას უკვე მეოთხე წელია სამეგრელოს რეგიონი მასპინძლობს. მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის შემდეგ წლეულს ესტაფეტა ხობმა გადაიბარა და საკმაოდ საინტერესო ტურნირში 200-მდე მძლეოსანს შორის ჩემპიონ-პრიზიორები გამოავლინა. ხობში თავმოყრილ მძლეოსნებს თბილისიდან სტუმრებიც ეწვივნენ.