სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

იუბილე: რობერტ შავლაყაძე - 82

თარიღი: 2015 აპრილი 01


სახელგანთქმული ქართველი მძლეოსანი, 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი რობერტ შავლაყაძე დღეს 82 წლის გახდა! სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ბატონ რობერტს დაბადების დღეს ულოცავს, ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!

რობერტ შავლაყაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული სიმაღლზე ხტომაში 1960 წელს, რომში გამართულ თამაშებზე მოიპოვა. ის 2,16 მეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და გახდა პირველი საბჭოთა მძლეოსანი, რომელმაც ამერიკელ სიმაღლეზე მხტომელებს აჯობა!

ორი წლის შემდეგ ქართველი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი გახდა, 1964 წელს კი საკავშირო ჩემპიონატში იმარჯვა. 1957-1963 წლებში მან ზედიზედ 7-ჯერ მოიგო სოციალისტური ქვეყნების პირველობა, 1958-1962 წლებში კი პრესტიჟულ ძმები ზნამენსკების საერთაშორისო მემორიალში 5-ჯერ დაიკავა პირველი ადგილი.

რობერტ შავლაყაძე დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 აგვისტო 07
სტაიერმა დავით ხარაზიშვილმა მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარათონი 56-ე ადგილზე დაასრულა. პლანეტის პირველობას ამ დღეებში ლონდონი მასპინძლობს, ხარაზიშვილი კი ერთადერთი ქართველია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 ივნისი 28
ქართული მძლეოსნობის ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატზე (მესამე ლიგა) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 ივლისი 14
14-17 ივლისს ახალ თბილისში მდებარე ოლიმპიური პარკის მძლეოსნობის სტადიონზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი  ჩემპიონატი გაიმართება.    
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 მაისი 09
8 მაისს საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდა მსოფლიო რბენას Wings for Life World Run! ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ზედიზედ მესამედ გაიმართა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ოქტომბერი 02
3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ვიქტორს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!