სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მძლეოსნობა: მაია აზარაშვილი - 51

თარიღი: 2015 აპრილი 06


სახელოვანი ქართველი მძლეოსანი, სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი მაია აზარაშილი 51 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ მაიას, ჯანმრთელობას, წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

მაია აზარაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ორჯერ იასპარეზა - 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახელით, 1996 წელს ატლანტაში კი საქართველოს დროშით. სეულში მან 200 მეტრზე სირბილში ფინალში იასპარეზა და 22.33 წამით მე-7 ადგილი დაიკავა, ატლანტაში კი იგივე დისტანცია 23.63 წამში დაფარა, მაგრამ 1/4-ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

ბრინჯაოს მედალი ქართველმა მძლეოსანმა სეულში მოიგო 4X100-ზე ესტაფეტაში.  ამას გარდა, ის 1986 წლის კეთილი ნების თამაშების ვერცხლის მედალოსანი და იმავე წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახლავთ 200 მეტრზე სირბილში.

დღესდღეობით მაია აზარაშვილი ფედერაციის „სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტია.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 ივნისი 28
ქართული მძლეოსნობის ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატზე (მესამე ლიგა) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 ივლისი 14
14-17 ივლისს ახალ თბილისში მდებარე ოლიმპიური პარკის მძლეოსნობის სტადიონზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი  ჩემპიონატი გაიმართება.    
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 მაისი 09
8 მაისს საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდა მსოფლიო რბენას Wings for Life World Run! ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ზედიზედ მესამედ გაიმართა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ოქტომბერი 02
3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ვიქტორს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ივლისი 14
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ - დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფალს" მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.