სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

Wings for Life World Run: მეორედ საქართველოში!

თარიღი: 2015 მაისი 04


ქალთა შორის გამარჯვებული, ჰოლანდიელი ლინდა ვან ფლიტი

3 მაისს, კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, უკვე მეორედ გაიმართა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run, რომელშიც საქართველოდან 5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 600-ზე მეტი უცხოელი 35 ქვეყნიდან!

წლევანდელი რბენა, რომლის მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახლდათ (თბილისის მერიასთან ერთად), ვაჟთა შორის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ლაგოდეხელმა ალექსანდრ ოლეინიკოვმა მოიგო - მან 57,39 კილომეტრი დაფარა, ქალთა შორის კი პირველი ჰოლანდიელმა სტუმარი, ლინდა ვან ფლიტი გახლდათ - 32,01კმ!

„ამ გამარჯვებას ლაგოდეხელებს, ჩემს მეგობრებს, დღევანდელი რბენის მონაწილეებს და მამაჩემის ხსოვნას ვუძღვნი!" - განაცხადა ალექსანდრ ოლეინიკოვმა. კვირას მან 5 კილომეტრით გააუმჯობესა შარშანდელი შედეგი. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რბენის გამარჯვებულებს - ვაჟი და გოგონა -  უფლება აქვთ თავად აირჩიონ ის ქვეყანა, სადაც ერთი წლის შემდეგ ირბენენ. ჰოლანდიელი ლინდა ვან ფლიტი სწორედ ამ უფლებით ეწვია საქართველოს.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა ისაა, რომ არაა განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო. სხვანაირად რომ ვთქვათ, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ნაცვლად მოძრაობს ეგრეთ წოდებული „ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში იწყებს სვლას და წინასწარ დადგენილი სიჩქარით 15კმ/სთ-ით მოძრაობს, მოგვიანებით კი, გარკვეული მანძილის შემდეგ, სიჩქარე 20, შემდეგ კი 25 კმ/სთ-მდე იზრდება. როგორც კი „ფინიშ მანქანა" მორბენალს გადაუსწრებს, მისი დრო ფიქსირდება და ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

საქართველოში, კახეთში გამართულ რბენაზე რეგისტრაცია Wings for Life World Run-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა 26 აპრილის ჩათვლით, თუმცა ლიმიტის ამოწურვის გამო - 5000 - რეგისტრაცია რბენამდე 12 დღით ადრე შეწყდა. რეგისტრაციის საფასური 20 ლარი იყო. ცნობისათვის: შარშან, მსოფლიო რბენის შედეგად, საქართველოდან Wings for Life World Run-ის ერთიან ფონდში 100 ათასი ლარი გადაირიცხა - 60 ათასი რეგისტრაციიდან და 40 ათასი - სპონსორინგიდან, ხოლო მსოფლიოს ყველა რბენიდან სრულიანდ 3 მილიონი ევრო შევიდა. ამ თანხით სხვადასხვა კვლევები დაფინანსდება.

რბენის შემდეგ კონცერტი გაიმართა Zurkin-ის, Moku Moku-ს, The Jetbird-ის, LOUDspeakers-ის, Green Room feat. Dato Lomidze-ს და „ყველას" მონაწილეობით.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 ივლისი 14
14-17 ივლისს ახალ თბილისში მდებარე ოლიმპიური პარკის მძლეოსნობის სტადიონზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი  ჩემპიონატი გაიმართება.    
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 მაისი 09
8 მაისს საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდა მსოფლიო რბენას Wings for Life World Run! ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ზედიზედ მესამედ გაიმართა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ოქტომბერი 02
3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ვიქტორს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ივლისი 14
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ - დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფალს" მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 აპრილი 06
სახელოვანი ქართველი მძლეოსანი, სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი მაია აზარაშილი 51 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ მაიას, ჯანმრთელობას, წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.