სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბაჩანა ხორავამ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

თარიღი: 2015 ივლისი 14



ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ - დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფალს" მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.

ქართველი ათლეტი ტალინში 7.97 მეტრზე გადახტა და მესამე ადგილი დაიკავა - მეორე ადგილზე გასულ რადეკ იუშკას (ჩეხეთი) სამი სანტიმეტრით ჩამორჩა. 8.14 მეტრით ჩემპიონობა ფაბიან ჰეინლიმ (გერმანია) მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ხორავამ ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია ბაქოში, აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში მოიპოვა, სადაც 18.01 მეტრი დასძლია. მანვე ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებში 17.64 მეტრით ყველას აჯობა და თამაშების რეკორდიც დაამყარა.

აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატზე დაიმსახურა ტალინის საგზური სამმხტომელმა ლაშა თორღვაიძემ 16.58 მეტრით. მას რომ ეს შედეგი ბალტიისპირეთშიც ეჩვენებინა, მესამე ადგილზე გავიდოდა. ესტონეთის დედაქალაქში ლაშა 16.33 მეტრზე გადახტა, რაც მხოლოდ მე-4 ადგილისთვის ეყო. კვარცხლბეკზე ადგილები კი ასე განაწილდა: 1. დმიტრი ჩიჟიკოვი (რუსეთი, 17.05), 2. გიორგი ცონოვი (ბულგარეთი, 16.77), 3. ილია პოტაპცევი (რუსეთი, 16.46).

http://www.sportall.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 აგვისტო 07
სტაიერმა დავით ხარაზიშვილმა მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარათონი 56-ე ადგილზე დაასრულა. პლანეტის პირველობას ამ დღეებში ლონდონი მასპინძლობს, ხარაზიშვილი კი ერთადერთი ქართველია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 ივნისი 28
ქართული მძლეოსნობის ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატზე (მესამე ლიგა) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 ივლისი 14
14-17 ივლისს ახალ თბილისში მდებარე ოლიმპიური პარკის მძლეოსნობის სტადიონზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი  ჩემპიონატი გაიმართება.    
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 მაისი 09
8 მაისს საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდა მსოფლიო რბენას Wings for Life World Run! ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ზედიზედ მესამედ გაიმართა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ოქტომბერი 02
3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ვიქტორს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!