სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

იუბილე: ვიქტორ სანეევი - 70!

თარიღი: 2015 ოქტომბერი 02


3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ვიქტორს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!

2012 წლის ზაფხულში, ლონდონის ოლიმპიური თამაშების დღეებში, მასპინძლებმა ქალაქის მეტროს ქსელის სადგურებს დიდებული სპორტსმენების სახელები მიანიჭეს: სებასტიან კოე, ლასლო პაპი, შუგარ რეი ლეონარდი, ფლოიდ პატერსონი, ემილ ზატოპეკი, ჯორჯ ფორმენი, ლარისა ლატინინა, მარკ სპიცი, როჯერ ფედერერი, ლეო მესი, ლებრონ ჯეიმსი...

ლონდონური მეტროს 361 გაჩერებას დროებით სპორტსმენთა სახელი დაენათლა, ამ 361 რჩეულს შორის კი ვიქტორ სანეევიც იყო: საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად და ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მძლეოსნად აღიარებული სამხტომელი!

ვიქტორ სანეევი ლეგენდარული სპორტსმენია: მან უამრავი შეჯიბრება მოიგო, 1968, 1972 და 1976 წლებში კი ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ოლიმპიურ თამაშებში! არც მანამდე და არც მას შემდეგ არცერთ სამხტომელს არ დაუმშვენებია მკერდი ზედიზედ სამი ოლიმპიური ოქროთი, ვიქტორ სანეევმა კი შეძლო!

დღეს ბატონი ვიქტორი, რომელმაც სამჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, მეუღლესთან და ვაჟთან ერთად მწვანე კონტინენტზე - ავსტრალიაში ცხოვრობს.

ვიქტორ სანეევი
დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში
სამხტომელი
ტიტულები:
XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - 1968 (მეხიკო, მექსიკა; 17.39 მეტრი), 1972 (მიუნხენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 17.35მ), 1976 (მონრეალი, კანადა; 17.29მ); XXII ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი - 1980 (მოსკოვი, საბჭოთა კავშირი; 17.24მ); ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული - 1969 (ათენი, საბერძნეთი), 1974 (რომი, იტალია); ევროპის ჭერქვეშა ჩემპიონატის გამარჯვებული - 1970, 1971, 1972, 1975, 1976, 1977; ევროპის თასის მფლობელი - 1970, 1973, 1974, 1975; სსრკ ჩემპიონი - 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი - 1971, 1975; მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი - 1971;  საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - 1968, 1972, 1976 (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი)
საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1968)
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის და ღირსების, ლენინის (1972), ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის (1969) და ხალხთა მეგობრობის (1976) ორდენების კავალერი
მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი:
17.23 მეტრი (17 ოქტომბერი, 1968; მეხიკო, მექსიკა)
17.39მ (17 ოქტომბერი, 1968; მეხიკო, მექსიკა)
17.44მ (17 ოქტომბერი, 1972; სოხუმი, საქართველოს სსრ)
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 ივლისი 14
14-17 ივლისს ახალ თბილისში მდებარე ოლიმპიური პარკის მძლეოსნობის სტადიონზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი  ჩემპიონატი გაიმართება.    
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 მაისი 09
8 მაისს საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდა მსოფლიო რბენას Wings for Life World Run! ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ზედიზედ მესამედ გაიმართა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ივლისი 14
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ - დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფალს" მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 მაისი 04
3 მაისს, კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, უკვე მეორედ გაიმართა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run, რომელშიც საქართველოდან 5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 600-ზე მეტი უცხოელი 35 ქვეყნიდან!
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 აპრილი 06
სახელოვანი ქართველი მძლეოსანი, სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი მაია აზარაშილი 51 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ მაიას, ჯანმრთელობას, წარმატებას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.