სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

Wings for Life World Run 2016: ზედიზედ მესამედ საქართველოში!

თარიღი: 2016 მაისი 09


8 მაისს საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდა მსოფლიო რბენას Wings for Life World Run! ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ზედიზედ მესამედ გაიმართა.

მამაკაცთა შორის კახეთში წლეულს მოლდოველმა ლივიუ კროიტორუმ მოიგო, რომელმაც 56,02 კილომეტრი დაფარა. ქალთა შორის საუკეთესო რუსი იანა ხმელევა გახდა - 34,93კმ. ბრაზილიის შარშანდელი რბენის პირველადგილოსანი ხუან პაბლო დე ლიმა კოშტა სალასარი, რომელიც 8 მაისს საქართველოში ასპარეზობდა, მხოლოდ კროიტორუს ჩამორჩა - 48,08კმ. საქართველოს 2014 და 2015 წლების რბენის გამარჯვებულმა მამაკაცთა შორის ანატოლი ოლეინიკოვმა 8 მაისს თურქეთში იასპარეზა. 37,57კმ-ით ის მერვე ადგილზე გავიდა.

პროექტი, ისევე როგორც 2014 და 2015 წლებში, წლეულსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. წლევანდელ რბენაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და სამინისტროს ათამდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

„მისასალმებელი წამოწყებაა, რომელიც საქველმოქმედოა და სწორედ ამაში მდგომარეობს ამ პროექტის მთელი სილამაზე. მიხარია, რომ საქართველოში მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს მსგავს პროექტებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მსოფლიო რბენის გამარჯვებული ქალთა შორის იაპონელი კაორი იოშიდა გახდა, რომელმაც სამშობლოში 65,71კმ დაფარა, მამაკაცთა შორის საუკეთესო კი იტალიელი ჯორჯო კალჩატერა იყო, რომელმაც იტალიაში ფენომენალური შედეგით 88,44კმ გაიმარჯვა!

წლევანდელ მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5695 ადამიანი და ორასამდე კომპანია დარეგისტრირდა, რაც აქამდე არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მორბენალი სწორედ ქართველი იყო: 93 წლის შოთა სამუშია, რომელმაც შარშან 3,5 კილომეტრი დაფარა.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში იწყებს მოძრაობას და 15კმ/სთ - 20კმ/სთ - 25კმ/სთ სიჩქარით დადის. თუ „ფინიშ მანქანა" მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.

საქართველოში ზედიზედ მესამედ გამართული რბენის კეთილი ნების ელჩები ცნობილი სპორტსმენები იყვნენ: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი, სპრინტერი მაია აზარაშვილი, რომელიც ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორიც გახლდათ; საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი; ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი;  ვეტერანი კალათბურთელები ვლადიმერ ბოისა და კოტე ტუღუში; ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე; ვეტერანი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 ივნისი 28
ქართული მძლეოსნობის ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატზე (მესამე ლიგა) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 ივლისი 14
14-17 ივლისს ახალ თბილისში მდებარე ოლიმპიური პარკის მძლეოსნობის სტადიონზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი  ჩემპიონატი გაიმართება.    
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ოქტომბერი 02
3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ვიქტორს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ივლისი 14
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ - დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფალს" მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 მაისი 04
3 მაისს, კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, უკვე მეორედ გაიმართა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run, რომელშიც საქართველოდან 5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 600-ზე მეტი უცხოელი 35 ქვეყნიდან!