სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მძლეოსნობა: თბილისი 2016 გაიხსნა (ვიდეო)

თარიღი: 2016 ივლისი 14

14-17 ივლისს ახალ თბილისში მდებარე ოლიმპიური პარკის მძლეოსნობის სტადიონზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი  ჩემპიონატი გაიმართება.

ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 13 ივლისს სიმბოლურ დროს, 20:16 წუთზე გაიმართა.  ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ტურნირზე მედლებისთვის ევროპის 47 ქვეყნის 900-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი იბრძოლებს. 



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12 ათლეტით წარდგება:

ნინო წიქვაძე (უროს ტყორცნა)
ლაშა-გიორგი გურგენიძე (უროს ტყორცნა)
ბადრი ქიმიძე (ბირთვის კვრა/ბადროს ტყორცნა)
დავით ოჩიგავა (უროს ტყორცნა)
საბა სოსელია (ჭოკით ხტომა) 
რომან ბადრიძე (სიგრძეზე ხტომა)
გიორგი კეთილაძე (ბირთვის კვრა)
გიორგი დავითაშვილი (ბადროს ტყორცნა)
დავით ლუკავა (400 მ. თარჯრბენი)
საბა ხვიჩია (2000 მ. წინაღობებით)
ივანე ძოძუაშვილი (ამანათრბენი) 
თამთა ღვინიაშვილი (2000 მ. წინაღობებით)

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 აგვისტო 07
სტაიერმა დავით ხარაზიშვილმა მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარათონი 56-ე ადგილზე დაასრულა. პლანეტის პირველობას ამ დღეებში ლონდონი მასპინძლობს, ხარაზიშვილი კი ერთადერთი ქართველია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2017 ივნისი 28
ქართული მძლეოსნობის ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატზე (მესამე ლიგა) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2016 მაისი 09
8 მაისს საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდა მსოფლიო რბენას Wings for Life World Run! ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ზედიზედ მესამედ გაიმართა.
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ოქტომბერი 02
3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 70 წლის იუბილეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ვიქტორს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2015 ივლისი 14
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23 წლამდე მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ - დამოუკიდებელი საქართველოს "სპორტის დედოფალს" მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.