ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
3-4 მარტს, ბელარუსიის დედაქალაქი მინსკი 1998-1999 წლებში დაბადებულ მძლეოსნებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოდან 6 სპორტსმენი გამოვა. ტურნირზე, სადაც მასპინძელი და ქართველი მძლეოსნების გარდა - ლიტვის, ლატვიის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები გამოვლენ, ჩვენი მძლეოსნები ძალებს 4 დისციპლინაში მოსინჯავენ და ჩემპიონობისათვის - 60 მეტრზე თარჯრბენში, სიგრძეზე ხტომაში, ბირთვის კვრაში და უროს ტყორცნაში იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ის ასკია, რომელშიც გამოსვლა მძლეოსნებს 2015 წელს თბილისის ახალაგზრდულ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ, ამიტომ, მათი საერთაშორისო ტუნირებზე აქედანვე გამოცდა ორმაგად მნიშვნელოვანია. ტურნირზე გამგზავრების წინ ოფიციალური პრესკონფერენცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფისში (ოლიმპიური კომიტეტი) 1 მარტს გაიმართა, რომელსაც მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახველედიანი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი გაუძღვნენ.
ქართველი მძლეოსნები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე
თეო მაჭარაშვილი (60 მეტრი)
ალინა ეფიმოვა (60 მეტრი თარჯრბენი)
გურამ სამხარაძე (უროს ტყორცნა)
თამარ მახარაძე (სიგრძეზე ხტომა)
გიორგი ონიანი (უროს ტყორცნა)
ალექსანდრა ჟუკი (60 მეტრი სირბილი, 60 მეტრი თარჯრბენი)
ირაკლი სამყურაშვილი:" თბილისი 2015-ი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, ამიტომ როგორც საოგანიზაციო ისე სპორტული კუთხით სერიოზულად ვემზადებით. 2015 წელს ქართველი ახალგაზრდებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ მაღალი შედეგები აჩვენონ.
არანაკლები ყურადღება კი სპორტულ ასპექტს ეთმობა - სპორტული სამზადისის ერთ-ერთი ეტაპი კი მძლეოსნების მზადებაა, რომლებისთვისაც მინსკში გასამართი ტუნირი სასარგებლო და გამოცდილების მომტანი უნდა გამოდგეს".
ალექსი ახვლედიანი:" თბილისი 2015-ის ფესტივალი ტურნირის ყველა მონაწილე სახეობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს განსაკუთრებით მძლეოსებზე ითქმის, რადგან ყველაზე მეტი მედლების კომპლექტი მძლეოსნობაში თამაშდება, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს დელეგაციის წარმატება ძირითადად ჩვენ უნდა განვსაზღვროთ".
სამინისტროს პრესსამსახური