კატეგორია :
ჩოგბურთი თარიღი :
2013 მაისი 10
10 მაისს ორთაჭალაში მდებარე სპორტკომპლექსის საჩოგბურთო კორტებზე (ვახტანგ გორგასლის 3-ე შესახვევი, 75ა) სასკოლო ასაკის ჩოგბურთელთა ტურნირის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩოგბურთის ფეედრაციის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.