კატეგორია :
ჩოგბურთი თარიღი :
2017 თებერვალი 20
საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს რეიტინგში 103-ე პოზიციაზე მყოფი მიხაილ კუკუშკინი 7:6, 6:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. 29 წლის მიხაილმა ქართველს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიდერობა კარგი თამაშით დაამტკიცა და დამსახურებულად მოიპოვა გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება.