სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2008 აპრილი 01
საქართველოს პირველმა ჩოგანმა მაკა ჩახნაშვილმა კარგად იასპარეზა ამერიკის ქალაქ ჰემონდში, სადაც ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი დასრულდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი ამერიკული დოლარი იყო, მაკა კი ორგანიზატორებმა მე-5 ნომრად განთესეს.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2008 მარტი 31
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 18 წლამდელთა  შორის ამერიკაში „ტენის ექსპრესის“ საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ფინალში ქართველმა მე-3 ნომრად განთესილი ამერიკელი რეიმონდ სარმიენტო დაამარცხა – 4:6, 7:6 (5), 6:2.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2008 მარტი 29
16 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლამდელთა ასპარეზზე წარმატებით გამოდის. ბასილაშვილი დღეისათვის 295-ეა ახალგაზრდულ რეიტინგში და კიდევ უფრო წინ წავა ამ კვირის მერე, რადგან ის ამერიკაში „ტენის ექსპრესის“ ტურნირის მეოთხედფინალშია გასული.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2008 მარტი 29
ამერიკის ქალაქ ჰემონდში საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი დოლარი) მოასპარეზე მაკა ჩახნაშვილმა მეოთხედფინალს უწია. 25 წლის მსოფლიოს 201-ე ჩოგანი პირველ წრეში რუს ეკატერინა აფინოგენოვას (256) შეხვდა და 6:4, 6:7 (5), 6:4 დაამარცხა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2008 მარტი 27
მოსკოვში ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი ამერიკული დოლარია. ტურნირში ქართველი სოფიო შაფათავა (388) თამაშობს. პირველ წრეში მან "უაილდ ქარდით" მიწვეული ირინა კოტკინა დაამარცხა - 5:7, 7:5, 6:3
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2008 მარტი 26
18 წლის ანა ტატიშვილი (296 მსოფლიო რეიტინგში) მაიამიში „სონი ერიქსონ ოუფენის“ მეტად პრესტიჟულ ტურნირში „უაილდ ქარდით“ მიიწვიეს. ანამ ორგანიზატორთა იმედები ვერ გაამართლა - ის პირველივე საკვალიფიკაციო წრეში დამარცხდა ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკასთან (96), რომელთანაც ერთი კვირის წინათ მაკა ჩახნაშვილმა წააგო.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2008 მარტი 24
17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ეგვიპტის ქალაქ სუეცში 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია, მეოთხედფინალში მან რუს გალინა ფოკინას აჯობა – 7:5, 6:2, ნახევარფინალში კი რუმინელ ბეგუსთან მოეცარა ხელი.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2008 მარტი 22
25 წლის საქართველოს პირველი ჩოგანი მაკა ჩახნაშვილი კალიფორნიის ქალაქ რედინგში 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა, მან მეორე ნომრად განთესილ ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკასთან (94) პირწმინდად წააგო – 3:6, 1:6
გვერდი 30 სულ 30