სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-20 ჩოგანი დაამარცხა

თარიღი: 2017 თებერვალი 17


მემფისის საერთაშორისო ტურნირზე. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში, ტურნირის პირველ ნომრად განთესილი და მსოფლიოში უძლიერესი დარტყმებით ცნობილი ივო კარლოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილმა ხორვატ ჩოგბურთელს პირველად მოუგო. 2015 წელს კარლოვიჩმა ბასილაშვილი დოჰასა და კუალა ლუმპურში დაამარცხა, ამჯერად კი ვერაფერს გახდა და ტურნირს ლიდერი პირველივე მატჩის შემდეგ გამოაკლდა. ერთი დღის წინ ბასილაშვილმა ჯორდან ტომპსონი მეორე ცდაზე 6:3, 6:0 დაამარცხა.
მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში თამაში ბასილაშვილის სასარგებლოდ მიდიოდა და მხოლოდ ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა სეტის ბედი ბასილაშვილის  სასარგებლოდ. მეორე სეტში ქართველმა ხორვატს 3:2-ზე მოუგო მისივე მოწოდება და მერე ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.
მემფისის ღია ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით ქართველმა უკვე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა
1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი მეტიუ ებდენი იქნება

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 26
დღეს 26 ივლისს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში არგენტინელ კარლოს ბერლოკს დაუპირისპირდა. მსოფლიოს მე-80 ჩოგანს ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:4; 7:6(7:3); 6:1 სძლია და მეორე წრეში გავიდა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
საქართელოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 ივლისიდან დიდი სლემის მორიგ გათამაშებაში ჩაერთვება.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივნისი 21
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, 20 ივნისს ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირში  ჩაერთო.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივნისი 20
ATP-მ 19 ივნისს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხი პოზიციით დაწინაურდა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის რეიტინგში 866 ქულით 51-ე ადგილზე გადაინაცვლა.