სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბასილაშვილმა ATP-ის რეიტინგში 866 ქულით 51-ე ადგილზე გადაინაცვლა.

თარიღი: 2017 ივნისი 20

ATP-მ 19 ივნისს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხი პოზიციით დაწინაურდა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის რეიტინგში 866 ქულით 51-ე ადგილზე გადაინაცვლა.

აქამდე ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი 53-ე ადგილი იყო, რომელიც მან მიმდინარე წლის თებერვალში დააფიქსირა, 19 ივნისის რეიტინგის მიხედვით კი საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირადი შედეგი ორი პიზიციით გააუმჯობესა.

 ნიკოლოზ ბასილაშვილი 20 ივნისიდან  ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ლუქსემბურგის წარმომადგენელი 34 წლის ჟილ მიულერი იქნება, რომელიც რეიტინგში ამჟამად 26-ე ადგილს იკავებს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2018 იანვარი 30
საქართველოს ნაკრების წევრები ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და სანდრო მეტრეველი, 3-4 თებერვალს მაროკოს ნაკრებს დევისის თასის ეგიდით დაუპირისპირდება.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2018 იანვარი 11
წლის პირველი დიდი სლემი Australian Open-ი 15 იანვარს დაიწყება და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2018 იანვარი 03
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს. მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ლონდონში გაიმართთულ ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში დავიდ გოფინთან 6:2, 3:6, 4:6 დამარცხდა. პირველი სეტის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ შვეიცარიელი ფინალის საგზურს ვერ მოიპოვებდა, თუმცა ნაწილობრივ ბელგიელის კარგი თამაშის და ნაწილობრივ ფედერერის შეცდომების წყალობით, მსოფლიოს მერვე ნომერი სენსაციის ავტორი გახდა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 13
ლონდონში გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. 2017 წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა: