სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბასილაშვილი VS მიულერი

თარიღი: 2017 ივნისი 21


საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 20 ივნისს ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირში  ჩაერთო.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი იყო. ბრიტანეთის დედოფლის კლუბის პირველი მატჩი ქართველი ჩოგბურთელისთვის უშედეგო გამოდგა. თამაში ორსაათზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ლუქსემბურგელი ჩოგბურთელის გამარჯვებით 6:4; 6:7 6:4 დასრულდა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა 4:6 წააგო. მეორე სეტი კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სეტის გამარჯვებულის ბედი ტაი ბრეიქში გამოირკვა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ კი ბასილაშვილმა მეორე სეტში 7:6(19:17) იმარჯვა. გადამწყვეტ მესამე სეტში კი ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი ერთი ჩაწოდება დათმო და 4:6 დამარცდა.
მიულერი მომდევნო წრეში ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.
"ქუინზ ქლაბის" ტურნირზე სენსაცია მოხდა - ბრძოლას გამოეთიშა მთავარი ფავორიტი და მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი. მან ორ სეტში დათმო შეხვედრა კლასიფიკაციის 90-ე ნომერთან, ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონთან
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ლონდონში გაიმართთულ ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში დავიდ გოფინთან 6:2, 3:6, 4:6 დამარცხდა. პირველი სეტის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ შვეიცარიელი ფინალის საგზურს ვერ მოიპოვებდა, თუმცა ნაწილობრივ ბელგიელის კარგი თამაშის და ნაწილობრივ ფედერერის შეცდომების წყალობით, მსოფლიოს მერვე ნომერი სენსაციის ავტორი გახდა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 13
ლონდონში გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. 2017 წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 26
დღეს 26 ივლისს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში არგენტინელ კარლოს ბერლოკს დაუპირისპირდა. მსოფლიოს მე-80 ჩოგანს ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:4; 7:6(7:3); 6:1 სძლია და მეორე წრეში გავიდა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
საქართელოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 ივლისიდან დიდი სლემის მორიგ გათამაშებაში ჩაერთვება.