სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჩოგბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

თარიღი: 2017 ივლისი 26

26 ივლისს  სპორტისა და ახალგაზრდბობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.საქართველოს  ჩოგბურთის  ფედერაციამ  რიგგარეშე  ყრილობაზე  ახალი პრეზიდენტი,ხვიჩა მაქაცარია აირჩია.
ხვიჩა მაქაცარიას წარდგენა საქრთველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრე მეტრეველის ინიციატივით მოხდა.
ალექსანდრე მეტრეველი: სპორტის ამ პოპულარულ სახეობას ესაჭიროება იმ ადამიანების გვერდში დგომა  ვისაც  ძალიან უყვარს ჩოგბურთი,მე ისევ ჩოგბურთში ვრჩები და მის განვითარება-პოპულარიზაციისთვის ვიზრუნებ.
ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეიდენტად აირჩიეს.


არჩევნებს ცნობილი ჩოგბურთელები ირაკლი ლაბაძე,მაკა ჩახნაშვილი, გურამ თოხაძე, ვლადიმერ გაბრიჩიძე, მარინე მალაციძე , ალექსანდრე მეტრეველი(უფრ)  და ჩოგბურთის სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხვიჩა მაქაცარია:მზად ვარ  სპორტის ამ სახეობას კიდევ უფრო დავეხმარო რეგიონებში, კერძოდ სამეგრელოში მოვაწყო ჩოგბურთის კორტები,შევქმნა ინფრასტრუქტურა,სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების ჩატარება .
ფედერაციის  დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს ახლად წარდგენილ კანდიდატს. ხვიჩა მაქაცარია  ჩოგბურთის  ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ფედერაციის არჩევნებს  იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედავით ქვრივიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ლონდონში გაიმართთულ ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში დავიდ გოფინთან 6:2, 3:6, 4:6 დამარცხდა. პირველი სეტის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ შვეიცარიელი ფინალის საგზურს ვერ მოიპოვებდა, თუმცა ნაწილობრივ ბელგიელის კარგი თამაშის და ნაწილობრივ ფედერერის შეცდომების წყალობით, მსოფლიოს მერვე ნომერი სენსაციის ავტორი გახდა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 13
ლონდონში გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. 2017 წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში არგენტინელ კარლოს ბერლოკს დაუპირისპირდა. მსოფლიოს მე-80 ჩოგანს ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:4; 7:6(7:3); 6:1 სძლია და მეორე წრეში გავიდა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
საქართელოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 ივლისიდან დიდი სლემის მორიგ გათამაშებაში ჩაერთვება.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივნისი 21
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, 20 ივნისს ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირში  ჩაერთო.