სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი 2017

თარიღი: 2017 ნოემბერი 20

ლონდონში გაიმართთულ ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ბელგიელი დავიდ გოფინი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

დიმიტროვი 1998 წლის შემდეგ პირველი დებიუტანდია, რომელმაც წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. 19 წლის წინ ეს ალექს კორეტიმ მოახერხა.

ჩოგბურთის ისტორიაში მეხუთეა, რომელმაც ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი თავის სადებიუტო გამოსვლისას მოიგო.

დიმიტროვი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის არცერთ ფინალში არ ყოფილა, მაგრამ შემაჯამებელი მოიგო. დავიდ გოფინი კი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ ტურნირზე როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს აჯობა.

 გრიგორი დიმიტროვამდე  შემაჯამებელი ტურნირი სადებიუტო გამოსვლისას რუმინელმა ილიე ნასტასემ (1971), არგენტინელმა გილერმო ვილასმა (1974), ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ (1978) და ესპანელმა ალექს კორეტხამ (1998) მოიგეს.

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2018 იანვარი 11
წლის პირველი დიდი სლემი Australian Open-ი 15 იანვარს დაიწყება და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2018 იანვარი 03
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს. მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 13
ლონდონში გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. 2017 წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 26
დღეს 26 ივლისს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში არგენტინელ კარლოს ბერლოკს დაუპირისპირდა. მსოფლიოს მე-80 ჩოგანს ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:4; 7:6(7:3); 6:1 სძლია და მეორე წრეში გავიდა.