სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

2 ქართველი, Australian Open 2018-ზე

თარიღი: 2018 იანვარი 11

2018 წლის პირველი დიდი სლემი Australian Open-ი 15 იანვარს დაიწყება და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.
აქამდე ბასილაშვილს მელბურნის კორტებზე ორჯერ უასპარეზია. როგორც 2016, ისე 2017 წელსაც, მისი მაქსიმუმი პირველი რაუნდი აღმოჩნდა.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, ვინ იქნება მისი პირველი მეტოქე 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე.
ბასილაშვილთან ერთად ტურნირიზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძალებს წყვილთა თანრიგში ცდის.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში როჯერ ფედერერია, რომელიც ტიტულის დაცვას წელსაც შეეცდება.

ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, აღნიშნული ჯილდო ავსტრალიელ როი ემერსონსა და ჯერ კიდევ მოქმედ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვთ მოგებული.
მათ ავსტრალიის 5 ღია პირველობის ჩემპიონის ტიტულით როჯერ ფედერერი მიჰყვებათ.
ქალთა ერთეულთა თანრიგში გასულ წელს პირველობა არავის დაუთმო სერენა უილიამსმა, თუმცა, ამერიკელი წელს მელბურნის კორტებზე ტიტულს ვერ დაიცავს, რადგან მან ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ქალთა შორის კი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ,  ეს პრესტიჟული ჯილდო ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა მარგარეტ კორტმა ასწია. მას უკან სწორედ სერენა უილიამსი მიჰყვება, რომელსაც წლის პირველი მუზარადი 7-ჯერ აქვს მოგებული.
2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობა დიდი დანაკლისით ჩაივლის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში.
ტურნირს ისეთი მოთამაშეები დააკლდებიან, როგორებიც არიან: ენდი მარეი და კეი ნიშიკორი.
აქვე ვთქვათ, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე ხვდებიან ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტენ ვავრინკა. ორივე ჩოგბურთელს თითქმის 6 თვის განმავლობაში ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს.
ტურნირის გამარჯვებული, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში, 2000 ქულას ჩაიწერს. ტურნირის ცენტრალური კორტი "როდ ლეივერის" სახელობის არენაა, რომელიც 14 820 მაყურებელზეა გათვლილი.
ტურნირი 1969 წლიდან იმართება. შეხვედრები თავდაპირველად კოიონგის ჩოგბურთის კლუბში იმართებოდა, თუმცა შემდეგ მელბურნ პარკის კორტებზე გადაინაცვლა.
როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ერთეულთა თანრიგში, ტურნირის გამარჯვებული 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2 მილიონ დოლარს მიიღებს ფინალისტი.
პირველი რაუნდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კი ჩოგბურთელები 60 000 დოლარს გამოიმუშავებენ.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2018 იანვარი 03
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს. მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ლონდონში გაიმართთულ ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში დავიდ გოფინთან 6:2, 3:6, 4:6 დამარცხდა. პირველი სეტის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ შვეიცარიელი ფინალის საგზურს ვერ მოიპოვებდა, თუმცა ნაწილობრივ ბელგიელის კარგი თამაშის და ნაწილობრივ ფედერერის შეცდომების წყალობით, მსოფლიოს მერვე ნომერი სენსაციის ავტორი გახდა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ნოემბერი 13
ლონდონში გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა. 2017 წლის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 26
დღეს 26 ივლისს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩოგბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2017 ივლისი 03
ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში არგენტინელ კარლოს ბერლოკს დაუპირისპირდა. მსოფლიოს მე-80 ჩოგანს ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:4; 7:6(7:3); 6:1 სძლია და მეორე წრეში გავიდა.