სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 21
21 სექტემბერს სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში" მდებარე ფრენბურთის არენაში ჩატარდა ტაეკვონდოს სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის. 30-მდე ქართველ სპეციალისტს სემინარი ჩაუტარა სამხრეთ კორეიდან ჩამოსულმა ორმა სპეციალისტმა - ლიმ ჯაე ჰიონმა (მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმმა (მე-6 დანი).
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხევედრა 22 სექტემბერს იტალიის ეროვნულ გუნდთან ელის, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, 23 სექტემბერს ასევე 17:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი, 24 სექტემბერს კი საქართველო ბელარუსთან ითამაშებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 20
გორის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში ახალი სასწავლო წლის პრეზენტაცია გამართეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 15
ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 14
2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს პარიზი, 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს - ლოს-ანჯელესი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა პერუს დედაქალაქ ლიმაში დღეს დაწყებულ სოკ-ის 131-ე სესიაზე.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 13
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წიგნის - „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე" - პრეზენტაცია გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 სექტემბერი 07
7 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დიღომში მდებარე ოლიმპიურ აუზზე საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებს,  მწვრთნელებთან და ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 აგვისტო 29
ზაზა ნადირაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიგო! 23 წლის სპორტსმენმა ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში, ერთადგილიანი კანოეთი მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლით დაიმშვენა მკერდი!
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 28
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს ძიუდოისტებმა კიდევ ორი მედალი შემატეს - 27 ივლისს თავი გამოიჩინეს მარიამ ჭანტურიამ (63კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (81კგ). მარიამმა ყველა მეტოქე დაჯაბნა და დიორში მეორედ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი, ახალკაცი კი ბრინჯაოს დაეუფლა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 27
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველთაგან მეორე მედალი, ამჯერად ოქროსი, კვლავ ძიუდოისტმა მოიპოვა. დიორის ოლიმპიურ პარკში საქართველოს ჰიმნი 66კგ წონაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძის გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა!