სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მშვილდოსნობა: ხათუნა ნარიმანიძე ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

თარიღი: 2014 ივლისი 30


დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მშვილდოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმათა უმრავლესობით ამ თანამდებობაზე ხათუნა ნარიმანიძე აირჩიეს.

ნარიმანიძის გარდა არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი, გიორგი გორდეზიანი და დილარ ხაბულიანიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. 27 ხმოსანი დელეგატიდან არჩევნებს 22 დაესწრო, რომელთაგან 21-მა ნარიმანიძეს სრული ნდობა გამოუცხადა - ის ორი წლით უხელმძღვანელებს მშვილდოსნობის ფედერაციას.

დღესვე გაირკვა, რომ  პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას სულიკო თოფურია დაიკავებს, ლაშა მაჩაიძე და ბადრი ვარშანიძე კი ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან. დავით ლეკვეიშვილი გენერალური მდივანი იქნება. 7-კაციან პრეზიდიუმში ასევე იქნებიან ლელა აფციაური და გიორგი მაკოევი.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.