სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თენგიზ კოშკაძის მე-6 ადგილი ბატუტზე მხტომელთა მსოფლიო ჩემპიონატზე

თარიღი: 2014 ნოემბერი 10

საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრების ლიდერმა თენგიზ კოშკაძემ ამერიკაში, ქალაქ დეიტონა ბიჩში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებს შორის ფინალურ რაუნდში იასპარეზა და მე-6 ადგილზე გავიდა.

კოშკაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად გადალახა და პირველი ქართველი (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) ბატუტზე მხტომელი გახდა მამაკაცთა შორის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ჯგუფში გავიდა ინდივიდუალურ ხტომებში.

ფინალში, მსოფლიოს უძლიერეს ბატუტისტებთან ბრძოლაში კოშკაძემ 57.965 ქულა მოაგროვა და ავსტრალიელი და იაპონელი სპორტსმენები ჩამოიშორა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩინეთის წარმომადგენელმა ხიაო ტუმ მოიპოვა, რომელმაც 61.875 მოაგროვა.

სულ, საქართველოს ნაკრები ამერიკაში 8 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. უფროსებს შორის კოშკაძის გარდა უკვე იასპარაზეს გიორგი ფუტკარაძემ, თამარ კაკაშვილმა და ნანა გოგაშვილმა, 10-17 ნოემბერს ძალებს ახალგაზრდები და ჭაბუკები ცდიან, საქართველოს სახელით კი ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა, ქრისტინე სორდია და ზურაბ ნოზაძე გამოვლენ.

ნაკრებ გუნდებთან ერთად ამერიკაში იმყოფებიან მწვრთნელები - ზაქარია სულაშვილი და ლია ხრიკული, მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯადაა მიწვეული ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - რუსუდან ხოფერია.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.