სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

თარიღი: 2016 თებერვალი 25



უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში, საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ხუციბერიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ქართველმა მსროლელმა, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დებიუტანტია  ვერცხლის მედალი ოთხშაბათს, 24 თებერვალს 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვა.

დიორში მან საკვალიფიკაციო ეტაპი 377 ქულით დაასრულა და ფინალურ ეტაპზე მეხუთე ადგილით შევიდა. ხუციბერიძემ ფინალშიც კარგად ისროლა და ფრანგ მატილდე ლამოლესთან ერთად ბოლომდე შემორჩა მარათონს. დასკვნით სერიაში ფრანგი ოდნავ უფრო ზუსტი აღმოჩნდა და 198.4 ქულით ჩემპიონიც გახდა, ხუციბერიძემ კი 193.7-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე ჩეხი დენისა ბეზდეჩა გავიდა 174.9 ქულით.

ევროპის ჩემპიონატი დიორში 24 თებერვალს დაიწყო. ამ ტურნირზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის სამ-სამი ლიცენზიაც თამაშდება. თუმცა სალიცენზიო შეჯიბრებამდე დიორში ისევ ახალგაზრდები იასპარეზებენ, ამჯერად - ვაჟები, სადაც ორი მონაწილე გეყოლება: ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი. ისინი ხუთშაბათს ისვრიან და იმავე დღესვე გაიმართება შერეული წყვილებიც ახალგაზრდებში, სადაც წყვილს ქვეყნიდან საუკეთესო გოგონა და ვაჟი შეადგენენ.

26 თებერვალს ევროპის ჩემპიონატში ვაჟები ჩაებმებიან, ჩვენგან კი ლიცენზიისთვის ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე გაისვრიან. ჩემპიონატი 27 თებერვალს ქალთა შეჯიბრებით დასრულდება, სადაც ასევე ორი მონაწილე გვეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძეს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 20
ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე რეზი დავითაძემ (85 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! დავითიძემ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და მცირე ოქროს მედალი აიღო! რეზიმ 154, 159 და 162 კილოგრამი დააფიქსირა. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 05
29-30 მაისს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) საარჩევნო კონგრესი გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივნისი 02
31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე მეკლდეურობის დარბაზი, მეკლდეურობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 31
მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ ნიკოლოზ კვეზერელი უხელმძღვანელებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 მაისი 29
უნგრეთის ქალაქ სზეგედში გამართულ მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე კანოეში, წარმატებით იასპარეზა რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა ზაზა ნადირაძემ.