სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კრივი: I საერთაშორისო ტურნირი დკდ-ს თასზე (ვიდეო)

თარიღი: 2016 აპრილი 20


გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ცენტრში დღეს დასრულდა I საერთაშორისო ტურნირი საკრივო კლუბის დკდ-ს (დუნდუების კრივის დარბაზი) თასზე . შეჯიბრება 18 აპრილს დაიწყო, დღეს კი ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

„სასიხარულოა, რომ თბილისში საერთაშორისო კრივი დაბრუნდა. რამდენიმე წელიწადი ისე გავიდა, რომ ჩვენ საერთაშორისო შეჯიბრებას ვერ ვუმასპინძლეთ, თუმცა ამჯერად ყველაფერი შეიცვალა და ეს მხოლოდ მისასალმებელია. მიხარია, რომ ჭაბუკმა მოკრივეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს და რა თქმა უნდა ორგანიზატორებს - მათი ძალისხმევით კრივის გულშემატკივრებმა შესანიშნავი შეჯიბრება იხილეს. ცხადია, უღრმესი მადლობა ჩვენს მხარდამჭერს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს", - განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, სახელოვანთა ქართველმა მოკრივემ დავით კვაჭაძემ.

ფინალურ შეხვედრებს საკონცერტო ნომრები უსწრებდა წინ, გამარჯვებულები და პრიზიორები კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და ვეტერანმა ქართველმა მოკრივეებმა დააჯილდოვეს.

„ეს საერთაშორისო შეჯიბრება პირველია ბოლო წლებში და ორგანიზატორებისადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. საგულისხმოა, რომ ტურნირი კერძო კლუბის მიერაა ორგანიზებული და ეს ორმაგად დასაფასებელია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა დკდ-ს მესვეურებმა მომავალ წელსაც შეძლონ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრების მოწყობა", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

დკდ-ს I საერთაშორისო ტურნირში ხუთი ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ: რიგნზე საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უზბეკეთის ასზე მეტი ჭაბუკი მოკრივე გავიდა. მედლების კომპლექტი 13 წონით კატეგორიაში გათამაშდა. გამარჯვებულბს და პრიზიორებს დიპლომები და თასები გადაეცათ. დღის პირველ ფინალში, უმჩატესი, 46კგ წონით კატეგორიაში დავით გვასალიამ ყაზახი მეტოქე დაამარცხა!



„შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ ჩატარდა და მიხარია, რომ ჩვენი მოკრივეები ამ ტურნირს კარგად მომზადებულები შეხვდნენ. მთავარია, რომ მათ ამ საერთაშორისო შეჯიბრებით დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც მათ მოახლოებული დიდი ტურნირების წინ აუცილებლად წაადგებათ. მოგეხსენებათ, ჭაბუკ მოკრივეებს უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატი ელით და ვიმედოვნებ, კონტინენტის პირველობაზეც წარმატებულად იასპარეზებენ", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.

იხილეთ შედეგები:

46 კგ
დავით გვასალია (საქართველო)

48 კგ
ახმეტ ბუნედჟონი (უზბეკეთი)

50 კგ
ისაელ ისმაილი (სერბეთი)

52 კგ
ასიზეკ ჟარკინზეკი (ყაზახეთი)

54 კგ
გია თოთლაძე (საქართველო)

57 კგ 
ვაჟა მურადაშვილი (საქართველო)

60 კგ
აზაკ ასანაოვა (ყაზახეთი)

63 კგ
ერმახინ შაკპეკოვი (ყაზახეთი)

66 კგ
ზურაბ მენაბდიშვილი (საქართველო)

70 კგ
ბუკენ პარმეგხაი (ყაზახეთი)

75 კგ
სეგენდიკ ტორგარზაი (ყაზახეთი)

80 კგ
ალბეკ ორაკბაი (ყაზახეთი)



ფოტო-თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.