სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა

თარიღი: 2016 ივლისი 21



21 ივლისს ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია გაიმართა.

ჟურნალიტებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდნენ და მათ ოლიმპიურ სამზადისსა და ასევე საქართველოს დელეგაციის რიო დე ჟანეიროში გამგზვარებისა და სპორტსმენთა გრაფიკისა თუ სხვა დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოლიმპიური გუნდის შესახებ

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1). 



ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია, 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.

ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებს დელეგაციის 76 წევრი. სოფელს გარეთ - 6 წევრი. საქართველოდან თამაშებზე აკრედიტებულია 17 ჟურნალისტი და ოპერატორი. 5 აგვისტოდან ოლიმპიური თამაშებიდან პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.

ქართველი ოლიმპიელები ფიცს 23 ივლისს 10:00 საათზე ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე დადებენ, დელეგაციის წევრები რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგგემილია 2 აგვისტოს 09:30 წუთზე, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს სტადიონ "მარაკანაზე" ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამთავრობო დადგენილება საქართველოს სპორტსმენტთა ხელშეწყობის შესახებ, რომლის თანახმად ქართველო სპორტსმენები 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით სოლიდურ პრემიალურ თანხებს (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღებენ, ოლიმპიურ თამაშებზე კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელწიფო პრემია შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 ადგილი 170. 000 ლარი, მე-2 ადგილი 102. 000 ლარი, მე-3 ადგილი 68. 000 ლარი.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.