სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ზაზა მჭედლიძე აირჩიეს

თარიღი: 2016 დეკემბერი 21



საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში 21 დეკემბერს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოფარიკავე, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი და ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ზაზა მჭედლიძე აირჩიეს.

ფედერაციის სარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 55 დელეგატი მონაწილეობდა, რომლებმაც ღია კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ზაზა მჭედლიძის კანდიდატურას, ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა არჩილ გოგელიამ კი საკუთარი კანდიდატურა ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე მოხსნა, გოგელია ფედერაციის ახალი პრეზიდენტის პირადი მრჩეველი გახდა.

ფედერაციის ყრილობამ კენჭი უყარა გამგეობის ახალ შემადგენლობას, რომელიც 17 წევრით განისაზღვრა, გამგეობაში შევიდა 4 ახალი წევრი - დავით მაღრაძე, იმედა გამთენაძე, გიორგი კოკოჩაშვილი და ზურაბ ბოკუჩავა, ასევე დამტკიცდნენ ახალი ვიცე-პრეზიდენტები - მერაბ ბაზაძე, ირინე სხირტლაძე და როსტომ აბაშიძე, გენერალური მდივნის თანამდებობაზე კი კვლავ დავით სახვაძე გააგრძელებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი იური ოსიპოვი იქნება.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე საუბარი იყო 2012-2016 წლებში ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ახალ წესდებაზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და 2017 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა შორის გამორჩეულია თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის.

2016 წლის მიწურულს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას აევე დაგეგმილი აქვს საქართველოს თასის ღია გათამაშება 22-25 დეკემბერს, სადაც ქართველი მოფარიკავეების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები, ტურნირი ფარიკაობის დარბაზში ჩატარდება.





სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.