სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: ნიკა ეგაძის ბრინჯაოს მედალი

თარიღი: 2017 თებერვალი 16

ერზრუმში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ. მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი უფრო დამაჯერებლად გამოვიდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა გვითხრა, ნიკა ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა, ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია და წინ დიდი მომავალი აქვს.

საქართველოს სპორტსმენთაგან ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე აქამდე ერთადერთი მედალი მოპოვებული ჰქონდა ვახტანგ მურვანიძეს, რომელმაც 1997 წელს სუნდსვალში (შვედეთი) ასევე ფიგურულ ციგურაობაში მეორე ადგილი დაიკავა. 2015 წელს გამართულ ფესტივალზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა ირაკლი მაისურაძემ - V ადგილი ფიგურულ ციგურაობაში.

www.geonoc.org.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 17
ალბანეთის ქალაქ დურესიდან, სადაც ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა, სასიხარულო ცნობა მოვიდა - 2019 წელს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს! ეს ამბავი ჩვენი ქვეყნის სპორტის და ზოგადად ქართული ძალოსნობის მორიგი აღიარებაა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 06
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს 28 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გახლდათ აღსანიშნავი.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 05
თბილისის ივენთჰოლმა გუშინ წყალბურთის კლუბის დინამოს პრეზენტაციას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ თბილისის დინამო წყალბურთს 22-წლიანი შესვენების შემდეგ წლის დასაწყისში დაუბრუნდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 03
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ლისის იპოდრომზე ქართველი ცხენოსნები მოინახულა. სპორტსმენებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 02
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 23-30 სექტემბერს გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა: 15-წლამდელებში კონტინენტის ჩემპიონები გურამ გიორბელიძე (62კგ) და ლაშა თაქთაქიშვილი  (94კგ) გახდნენ.