სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

თარიღი: 2017 მაისი 29



უნგრეთის ქალაქ სზეგედში გამართულ მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე კანოეში, წარმატებით იასპარეზა რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა ზაზა ნადირაძემ.

200 მ. დისტანციაზე დისციპლინაში ზაზამ შესარჩევი ეტაპი და ნახევარფინალი გაიარა და ფინალში 9 საუკეთესო კანოისტ შორის მოხვდა.

ფინალში ზაზა ნადირაზემ დისტანცია 38.323 წამში დაფარა და მსოფლიო თასის ვერცხლის მედალს დაეუფლა, ჩემპიონს კი სულ 0.315 წამით ჩამორჩა. პირველადგილოსანმა ლიტველმა ჰენრიკას ჟუსტაუსასმა ფინალურ გაცურას 38.008 წამი მოანდომა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.