სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ნიკოლოზ კვეზერელი მეკლდეურობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

თარიღი: 2017 მაისი 31



31 მაისს,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.

ყრილობაზე, რომელსაც ხმი მიცემის უფლების მქონე 54 დელეგატი ესწრებოდა, 43-მა დელეგატმა ხმა მოქმედ პრეზიდენტს, ნიკოლოზ კვეზერელს მისცა, 10- მა დელეგატმა მხარი მეორე კანდიდატს, ბენო ქაშაკაშვილს დაუჭირა. 1 ხმა კი ბათილად გამოცხადდა,

ყრილობის დელეგატებმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად  ასევე მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მირზა ლიპარტელიანი და ავთო ქურასბედიანი აირჩიეს, გენერალურ მდივნად კი კვლავ ლადო გურჩიანი გააგრძელებს მუშაობას.

ამრიგად, მეკლდეურობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ ნიკოლოზ კვეზერელი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ მეკლდეურობა ოლიმპიური სპორტის სახეობად ოფიციალურად აღიარეს და ოლიმპიური სპორტის ეს ახალი სახეობა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე იქნება წარმოდგენილი.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 08
7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 07
კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში 2-5 ნოემბერს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვონდოში ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ზურაბ კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ნოემბერი 06
საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრები 6 ნოემბერს ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი სპორტსმენები სადებიუტო მატჩში ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, რიო დე ჟანეიროს პარალიმპიური თამაშების ვიცეპ-ჩემპიონ ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
2017-2018 წლების სეზონი საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა სპორტის ისეთი სანახაობითი სახეობისათვის, როგორიც ფიგურული ციგურაობაა.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ოქტომბერი 23
ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.