სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად აირჩიეს

თარიღი: 2017 ივნისი 05



საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29-30 მაისს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) საარჩევნო კონგრესი გაიმართა, სადაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას წარდგენილი ჰყავდა სამი დელეგატი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წევრები წარდგენილნი იყვნენ სხვადასხვა კომიტეტებში მოსახვედრად - 1. ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელიც პირველად იყრიდა კენჭს მსგავს არჩევნებში; 2. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე, რომელიც მეორედ იყრიდა კენჭს; 3. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელიც აგრეთვე მეორედ იყრიდა კენჭს.

საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე პრეზიდენტის თანამდებობაზე 7 კანდიდატი იყრიდა კენჭს, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ტამაშ აიანი და ანტონიო ურსო (ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი). საარჩევნო მარათონში ეს ორი პიროვნება დაუპირისპირდა ერთმანეთს. დამაჯერებლად გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა აიანმა, რომელიც კიდევ 4 წლით უხელმძღვანელებს ფედერაციას, რომელსაც 40 წელია უცვლელად უდგას სათავეში.

მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, თუ რა პოზიციებს დაიკავებდნენ კონტინენტალური ფედერაციები, სადაც ნამდვილად არ იყო ერთსულოვნება. საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი გულშემატკივრობდა და ღიად უჭერდა მხარს (გარდა ჩვენი ფედერაციის მიერ წარდგენილი კანდიდატების) ჟანატ ტუსუპბეგოვს, რომელიც არის ჩვენი ფედერაციის გენერალური სპონსორის , კომპანია Rompetrol-ის ხელმძღვანელი. ჩვენს შევძელით მეგობარი ქვეყნების და დელეგატების კონსოლიდირება და ბატონი ჟანატი აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.



ზურაბ კახაბრიშვილი,
რომელიც უკვე არის ევროპის (EWF) ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრი, ასევე არჩეულია საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად, რაც სასიხარულოა, ხოლო დავით ყიფძიძემ, მიუხედავად იმისა რომ პირველ ცდასთან შედარებით მეტი ქულის მოგროვება შეძლო, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მისთვის კომიტეტში შესასვლელად.

კახი კახიაშვილმა IWF-ს წამყვან გუნდთან შეთანხმებით და წესდების თანხმობით მოხსნა თავისი კანდიდატურა და მისი აღმასკომში შესვლის საკითხი გადაიდო ტოკიოში გასამართ იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელიც ორ კვირაში ჩატარდება.

ასე რომ, ჩვენს ფედერაციას აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლა. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა დავით ყიფშიძემ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან მიაღწია შეთანხმებას საქართველოში მათი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გამართვის თაობაზე, რაც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ნდობას, პატივისცემას, პოპულარობას და ჩვენი ფედერაციის სოლიდურ სტატუსს. ეს შეკრებები ჩვენს ქვეყანას მოუტანს დამატებით შემოსავალს.

ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 21
23-29 ივლისს უნგრეთის ქალაქი დიორი ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. საქართველოს გუნდის გაცილების საზეიმო ცერემონია დღეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 21
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 20
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება - XIV თამაშებს უნგრეთის ქალაქი დიორი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 18
ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 ივლისი 10
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს საქართველოს 2016 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, მსოფლიო თასის მორიგ ეტაპში გამარჯვებული, მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მოინახულა. მინისტრთან ერთად ირმას მისი თანაგუნდელი ნინა თიბილაშვილიც ესტუმრა.